ქვემო ქართლში კალიებთან ბრძოლა გრძელდება

© photo: press-service of the National Food Agency of Georgiaქვემო ქართლში კალიებთან ბრძოლა გრძელდება
ქვემო ქართლში კალიებთან ბრძოლა გრძელდება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საშიში მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლა რეგიონებში ყოველწლიურად მიმდინარეობს -  აღმოსავლეთ საქართველოში სულ 50 ათასამდე ჰექტარი მიწა დამუშავდა

თბილისი, 26 ივლისი - Sputnik. ქვემო ქართლში კალიებთან ბრძოლა გრძელდება - სპეციალური ტექნიკით კიდევ 25 ჰექტარი მიწა დამუშავდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას, სასოფლო-სამურნეო კულტურების დაცვას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მინდვრების დამუშავება - Sputnik საქართველო
ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება: საქართველოში მინდვრებსა და პლანტაციებს ამუშავებენ

დღეისათვის აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგოდ სულ 50 ათასამდე ჰექტარი მიწა დამუშავდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საშიში მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლა რეგიონებში ყოველწლიურად ტარდება.

იტალიური კალია Acrididae-ს ოჯახს ეკუთვნის. მწერის გავრცელების დიაპაზონი ვრცელდება ჩრდილოეთ აფრიკიდან და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებიდან ცენტრალური ევროპის, ცენტრალური აზიის, მონღოლეთისა და დასავლეთ ციმბირის ტერიტორიებამდე. კალია ივლისიდან ოქტომბრამდე მშრალ, თბილ ადგილებში ბინადრობს, ირჩევს მინდვრებსა და ქვიან სტეპებს, კარიერებს, ქვიშის დიუნებს. აზიანებს ბაღჩეულს, კარტოფილს, მარცვლოვან კულტურებსა და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0