00:43 01 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.0976
  • USD3.2059
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (752)
288 0 0

ოთხთვიანი წყვეტის შემდეგ საქართველომ ხუთი ქვეყნისთვის თავისი საჰაერო საზღვრები გახსნა. დღეს დაიწყო საჰაერო მიმოსვლა თბილისსა და რიგას შორის.

თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. სექტემბერში ავიარეისების შესრულებასთან დაკავშირებით რამდენიმე ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

თურნავა: ქუჩებში შევძლებთ მონატრებული უცხოელი ტურისტების დანახვას>>

ოთხთვიანი წყვეტის შემდეგ საქართველომ ხუთი ქვეყნისთვის თავისი საჰაერო საზღვრები გახსნა. ამ ქვეყნების მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა უპირობოდ შეუძლიათ. ეს ქვეყნებია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. სახმელეთო საზღვრები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, დღემდე დაკეტილია.

ნათია თურნავას განცხადებით, აგვისტოში რეგულარული ფრენები ნაწილობრივ გაიხსნა, 2 აგვისტოდან Lufthansa-მ განაახლა რეგულარული ფრენები მიუნხენი–თბილისი–მიუნხენის მარშრუტით, ხოლო Air France 8 აგვისტოდან პარიზი–თბილისი–პარიზის რეისების შესრულებას დაიწყებს. დღეიდან აღდგა რეისი რიგა-თბილისი-რიგა, რომელსაც AirBaltic ასრულებს.

„გარდა ამისა, კომპანია „აირზენა“ (Georgian Airways) ასრულებს კომერციულ ჩარტერებს. 16-მდე კომერციული ჩარტერია დაგეგმილი თვის განმავლობაში და სულ ახლახან პარიზის რეისი ჩამოფრინდა. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს სხვა ავიაკომპანიებთან უკვე არა მარტო აგვისტოზე, არამედ სექტემბერზეც და ეტაპობრივად გავხსნით სხვა შესაძლო ფრენებსაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

Lufthansa პირველია: ავიაკომპანიამ რეგულარული ფრენები განაახლა>>

თურნავას განცხადებით, ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ პირველი უცხოელი ტურისტები, რაც ავიარესიების დადებითი შედეგია.

აგვისტოში საქართველოში შესრულდება როგორც კომერციული ჩარტერული რეისები, ისე რეგულარული რეისები უსაფრთხო დერეფნებით. ამ საკითხზე ტექნიკური მოლაპარაკებები სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რამდენიმე ავიაკომპანიასთან გამართა.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (752)

მთავარი თემები