Lufthansa პირველია: ავიაკომპანიამ რეგულარული ფრენები განაახლა

© AP Photo / Axel Heimkenავიაკომპანია Lufthansa
ავიაკომპანია Lufthansa - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანული ავიაკომპანია Lufthansa პირველია, რომელმაც 2 აგვისტოდან საქართველოში რეგულარული ფრენები განაახლა.

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. მიუნხენიდან თბილისში 188 მგზავრი ჩამოფრინდა, თბილისიდან მიუნხენში კი 156 მგზავრი გაფრინდა – გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ საქართველოში რეგულარული ფრენები განაახლა.

საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს თბილისის აეროპორტში საჩუქრად დამცავი პირბადეები და ავიაკომპანიის ლოგო გადასცეს.

Lufthansa რეისებს Airbus A319 მარკის თვითმფრინავით კვირაში ორჯერ შეასრულებს.  

მიუნხენიდან თბილისში ავიარეისები ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, თბილისიდან მიუნხენში კი ორშაბათს და პარასკევს შესრულდება.

საქართველო ევროკავშირის არაწევრი იმ უსაფრთხო ქვეყნების სიაში დარჩა, რომლის მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობა შეუძლიათ. უსაფრთხო ქვეყნების სიაში, საქართველოს გარდა, ასევე შევიდნენ ალჟირი, ავსტრალია, კანადა. იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. 

 Georgian Airways - Sputnik საქართველო
ჩარტერული რეისები აგვისტოში: რომელ ქვეყნებშია დაგეგმილი ფრენები

კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპის ქვეყნებმა თავიანთი საზღვრები ევროკავშირის არარეზიდენტებისთვის მარტში დაკეტეს. პირველი სიის მომზადების შემდეგ (30 ივნისს) იქ მოხვედრილი ქვეყნებისთვის საზღვრები 1 ივლისიდან ნაწილობრივად გაიხსნა.

იმ ქვეყნების განსაზღვრის კრიტერიუმები, რომლებისთვისაც ევროკავშირი რეკომენდაციას გასცემს, რომ მოიხსნას მოქმედი შეზღუდვა საზღვრების გადალახვაზე, ითვალისწინებს ეპიდემიურ ვითარებას, ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად გატარებულ ზომებს, მათ შორის ფიზიკურ დისტანცირებას, ასევე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას.

საქართველოსთვის საზღვრები გახსნეს შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ და სხვა ქვეყნებმა.

საქართველომ, თავის მხრივ, საზღვრები ყოველგვარი პირობების გარეშე ხუთი ქვეყნისთვის გახსნა, ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

ყველა ახალი ამბავი
0