ჩარტერული რეისები აგვისტოში: რომელ ქვეყნებშია დაგეგმილი ფრენები

© courtesy of Georgian Airways Georgian Airways
 Georgian Airways - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, აგვისტოში ავიაკომპანია Georgian Airways ჩარტერული რეისების შესრულებას გააგრძელებს.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways აგვისტოში მორიგ ჩარტერულ რეისებს ვენისა და ამსტერდამის მიმართულებით შეასრულებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო რეგულარული ფრენების აღდგენა ისევ გადაიდო

ფრენებს Boeing B737-800 და Embraer E195 თვითმფრინავები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული პროტოკოლის სრული დაცვით განახორციელებენ.

ავიაგადამზიდმა სააგენტოსგან შესაბამისი ნებართვა 23 ივლისს მიიღო.

ჩარტერული რეისი თბილისი–ვენა–თბილისი 2, 9 და 23 აგვისტოს შესრულდება – გაფრენა 16:30, მოფრენა – 00:10 სთ.

რაც შეეხება თბილისი–ამსტერდამი–თბილისის რეისებს, ისინი 1, 3, 8, 10, 15, 17, 22, 29 და 31 აგვისტოს შესრულდება. ამ დღეებში, 1 აგვისტოს გარდა, თვითმფრინავი თბილისიდან 06:30 საათზე გაფრინდება, თბილისში კი 17:15 საათზე ჩამოფრინდება.

1 აგვისტოს თვითმფრინავის გაფრენის დრო იქნება 06:50, მოფრენის დრო კი 17:15 საათი.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, აგვისტოში ავიაკომპანია მთლიანობაში 16 კომერციულ ჩარტერულ რეისს შეასრულებს.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ 21 მარტიდან უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. პანდემიის პერიოდში მხოლოდ ჩარტერული რეისები ხორციელდება, რომელიც თანამემამულეების სამშბლოში დაბრუნებას უზრუნველყოფს,

ოთხთვიანი შესვენების შემდეგ საქართველომ თავისი საზღვრები ხუთი ქვეყნისთვის გახსნა. ეს ქვეყნებია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ამ ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა უპირობოდ შეუძლიათ.

რომელი ქვეყნების მოქალაქეები და რა პირობებით ჩამოვლენ საქართველოში>>

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa პირველია, რომელიც 2 აგვისტოდან განაახლებს რეგულარულ ფრენებს საქართველოში. 8 აგვისტოდან აღდგება აგრეთვე რეგულარული ავიამიმოსვლა თბილისსა და პარიზს შორის, რომელსაც Air France შეასრულებს. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს ავიაკომპანია AirBaltic-თან.

ყველა ახალი ამბავი
0