02:16 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (307)
109 0 0

საქართველო–თურქეთის საზღვარზე ტრაილერების რიგი აღარ არის, საკითხი გადაწყვეტილია, ისინი დაბრკოლების გარეშე გადადიან „სარფის“ საკონტროლო–გამშვები პუნქტით

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. ბამბით დატვირთული უზბეკური სატვირთო ავტომობილები დაბრკოლების გარეშე გადიან „სარფის“ საკონტროლო–გამშვებ პუნქტს (საქართველო–თურქეთის საზღვარი), განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ უზბეკეთის საკონსულოში საქართველოსა და აზერბაიჯანში (რეზიდენცია ბაქოში).

ფაშინიანი: სომხეთი და რუსეთი საქართველოს ტვირთის ტრანზიტზე შეუთანხმდნენ>>

უფრო ადრე საინფორმაციო სააგენტო Фергана.ру იტყობინებოდა, რომ საქართველო–თურქეთის საზღვარზე დაახლოებით 150 უზბეკური სატვირთო ავტომობილია გაჩერებული, რომლებსაც, კარანტინის გამო, თურქეთის ტერიტორიაზე არ უშვებენ.

„ნამდვილად ასე იყო, თუმცა, ქართულ მხარესთან კოორდინაციით შევძელით სიტუაციის მოგვარება. დღეს სატვირთოები ჩვეულ რეჟიმში გადაადგილდებიან“, – განაცხადეს საკონსულოში.

საქართველომ 14 მარტიდან 20 აპრილამდე აზერბაიჯანთან და სომხეთთან სახმელეთო საზღვრები დაკეტა.

მუშაობა 15 მარტიდან შეაჩერა ასევე საკონტროლო–გამშვებმა პუნქტმა „სარფი“.

16 მარტიდან ასევე დროებით შეჩერდა მოქალაქეების გადაადგილება საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს გადაწყვეტილება არ ეხება საქართველოსა და რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სამშობლოში უნდათ დაბრუნება, ასევე არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს.

საქართველომ უცხოელებისთვის, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, საზღვრები 18 მარტიდან ჩაკეტა.

საქართველოს საბაჟო პუნქტები კორონავირუსის გამო მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდნენ>>

ტვირთების გადაზიდვა ქვეყნის ყველა საკონტროლო–გამშვები პუნქტით 24–საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, ხოლო საქართველოში დაბრუნების მსურველი მოქალაქეებისთვის კი მოქმედებს გრაფიკი. მათ თითოეულ საზღვარზე 10:00–დან 18:00 საათამდე მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტით შეუძლიათ სარგებლობა.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (307)

მთავარი თემები