მოლაპარაკებები საგანგებო ვითარებაში: გახარია და ფაშინიანი ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ

© Sputnik / STRINGERგიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი
გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ტვირთები საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსზე“ შეუფერხებლად გაივლის.

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა გიორგი გახარიამ და ნიკოლ ფაშინიანმა პარასკევს სატელეფონო საუბრისას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსის“ მუშაობა განიხილეს, იუწყება „Sputnik–სომხეთი“ სომხეთის მთავრობის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი შეთანხმდნენ, რომ ტვირთები საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსზე“ შეუფერხებლად გაივლის.

ე.წ. სამხედრო გზა - Sputnik საქართველო
ლარსი გაიხსნა: რუსეთიდან საქართველოში ათეულობით სატვირთო ავტომობილი მოემართება

„მხარეებმა განიხილეს სომხური სატვირთო ავტომობილების მოძრაობა საქართველოს ტერიტორიის გავლით. მიღებული იქნება სპეციალური ზომები, რათა ეს ტრანსპორტი შეუფერხებლად გადავიდეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ რეგულარულ მოლაპარაკებებს სწრაფი რეაგირებისა და შემდგომი პრობლემების გადაჭრის მიზნით.

გახარიამ და ფაშინიანმა ერთმანეთს ასევე გაუზიარეს ინფორმაცია ქვეყნებში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ.

ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ერთადერთი ღია და მოქმედი სახმელეთო გზაა, რომელი სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.

ყველა ახალი ამბავი
0