ფაშინიანი: სომხეთი და რუსეთი საქართველოს ტვირთის ტრანზიტზე შეუთანხმდნენ

© photo : official site of the MTCIT of RAავტომობილები "ზემო ლარსზე"
ავტომობილები ზემო ლარსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეთანხმება პოლიტიკურ დონეზე უკვე მიღწეულია და მისი რეალიზებისთვის ძალისხმევის გამოჩენაა საჭირო, განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. სომხეთი, რუსეთი და საქართველო ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ტვირთგადაზიდვისთვის „მწვანე დერეფნის“ უზრუნველყოფის თაობაზე შეთანხმდნენ, განაცხადა ექსპორტიორებთან შეხვედრაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.

გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო
მოლაპარაკებები საგანგებო ვითარებაში: გახარია და ფაშინიანი ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ

ფაშინიანის განცხადებით, შეთანხმება პოლიტიკურ დონეზე უკვე მიღწეულია და მისი რეალიზებისთვის ძალისხმევის გამოჩენაა საჭირო. პრემიერის თქმით, რუსეთში იღებენ გადაწყვეტილებას სხვადასხვა შეზღუდვის თაობაზე, რომლებსაც სომხეთში პანიკური განწყობა შეუძლია გამოიწვიოს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის, რომ შეზღუდვები არ შეეხოს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს ან სომხეთს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ შეთანხმებები კონკრეტულია და საბოლოო, ხოლო რუსი კოლეგები დაინტერესებული არიან, რომ რუსულ სურსათის ბაზარზე სომხური პროდუქცია შევიდეს.

„აუცილებელია იმის გაგება, თუ როგორ ვახდენთ იმპორტთან და ექსპორტთან დაკავშირებული პრობლემების კოორდინირებას, რათა რუს და ქართველ კოლეგებთან მიღწეული შეთანხმებები ბუნებრივი გზით განხორციელდეს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

საქართველოს საბაჟო პუნქტები კორონავირუსის გამო მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდნენ>>

საქართველოს ტერიტორიაზე 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყანაში უცხოელების შემოსვლაზე დროებითი შეზღუდვები მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0