საგარეო ვაჭრობა: შეინარჩუნებს თუ არა 2020 წელს საქართველო რეკორდულ მაჩვენებლებს

© Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შარშან საქართველომ პროდუქციის ექსპორტის რეკორდი დაამყარა - შეინარჩუნებს თუ არა დადებით მაჩვენებელს ქვეყანა 2020 წელს

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2020 წლის იანვარში  გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 5,7%-ით მოიმატა და 882,5 მილიონი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე), აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატის") მასალებში.

სატვირთო ავტომობილი - Sputnik საქართველო
საგარეო სავაჭრო ბრუნვა – ვისთან და რითი ვაჭრობს საქართველო

მიმდინარე წლის იანვარში ქართული პროდუქციის ექსპორტი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა და 262,6 მილიონი დოლარი შეადგინა.

გაიზარდა იმპორტიც - 2020 წლის იანვარში საქართველოში 619,8 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა, ანუ 4%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარში შეადგინა 357,2 მილიონი დოლარი, რაც მთელი საგარეო ბრუნვის 40,5%-ია.

ექსპორტის რეკორდი

2019 წელს ქართული პროდუქციის ექსპორტი 12,4%-ით გაიზარდა 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით და 3,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 5,7%-ით გაიზარდა 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით და 2,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული რეკორდია.

გასულ წელს გაიზარდა როგორც ტრადიციული პროდუქციის - ღვინის, თხილის, ხილის - ისე სხვა დარგების, მაგალითად, ტრიკოტაჟის ნაწარმის ექსპორტი.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
საქართველომ ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის ღვინო გაიტანა

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი, პროფესორი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ საქართველოს 2020 წელს ექსპორტის მოცულობის გაზრდის პოტენციალი აქვს.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ექსპორტის საერთო მოცულობის 38%-ს რეექსპორტი შეადგენს. ესენია როგორც მსუბუქი ავტომობილები, ისე ფერადი ლითონი, მადანი და სხვ. თუ რეექსპორტს გამოვრიცხავთ, სუფთა ექსპორტი ისეთი პროდუქციისა, რომელიც საქართველოში იწარმოება, შედეგს 5-6%-ით შეამცირებს", - განუცხადა არჩვაძემ „Sputnik-საქართველოს".

მისი აზრით, წელს ქვეყანას შეუძლია, კიდევ უფრო მეტად გაზარდოს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი.

„ექსპორტის მოცულობის გაზრდა საქართველოს შეუძლია გადამამუშავებელი მრეწველობის გაფართოების ხარჯზე, ქართული თხილის მოსავლის საიმედო პროგნოზის ხარჯზე და ისეთი ტრადიციული პროდუქციის წარმოების გაზრდის ხარჯზე, როგორიცაა ღვინო და მინერალური წყალი. არ შეიძლება გადამამუშავებელი მრეწველობის გამორიცხვაც", - აღნიშნა არჩვაძემ.

რაც შეეხება რეექსპორტს, ექსპერტის თქმით, აქ ყველაფერი დამოკიდებულია არა მხოლოდ ბიზნესმენების გამჭრიახობაზე, არამედ იმ მეზობელ სახელმწიფოებში არსებულ კლიმატზეც, რომლებიც ევრაზიის ეკონომიკურ სივრცეში შედიან. იქ კი იმპორტის შესაძლებლობები გარკვეულ სამართლებრივ პირობებზეა დამოკიდებული.

რას ყიდის და ყიდულობს საქართველო

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.

2020 წლის იანვარში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა 97,8%-ით, სპილენძის მადნისა და კონცენტრატების ექსპორტი - 16,1%-ით, ოქროსი - 25,9%-ით, აზოტოვანი სასუქების - 31,5%-ით და სხვ.

Fitch Ratings-ის ლოგოტიპი - Sputnik საქართველო
Fitch: საქართველოს ეკონომიკამ გარე ფაქტორებისადმი მდგრადობა აჩვენა

ამავე დროს, ფეროშენადნობის ექსპორტი შემცირდა 15,1%-ით, ყურძნის ნატურალური ღვინისა - 6,4%-ით, მინერალური და მტკნარი წყლისა - 5,3%-ით.

საქართველოში შემოაქვთ ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, ტელეფონის აპარატები და სხვ.

ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების იმპორტი 2020 წლის იანვარში გაიზარდა 25,5%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების - 11,9%-ით, მსუბუქი ავტომობილების - 29,5%-ით და სხვ. ამავდროულად, სპილენძის მადნის იმპორტი 27,9%-ით შემცირდა.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, ჩინეთი და რუსეთი — ამ ქვეყნებთან ბრუნვამ 2020 წლის იანვარში დაახლოებით 332,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 37,7%-ია.

საგარეო სავაჭრო ბრუნვის მხრივ ლიდერობს თურქეთი

თურქეთთან ბრუნვამ მიმდინარე წლის იანვარში 117,1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,3%-ია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 3,1%-ით გაიზარდა.

თურქეთში 2020 წლის იანვარში გავიდა 3,5 ათასი ტონა ფეროშენადნობი, 95,2 ათასი ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი, 4 ათასი ტონა არალეგირებული ფოლადის ნახევარფაბრიკატი და სხვ.

სატვირთო ავტომობილი - Sputnik საქართველო
საგარეო სავაჭრო ბრუნვა – ვისთან და რითი ვაჭრობს საქართველო

თურქეთიდან ამავე პერიოში შემოვიდა 4,8 ათასი ტონა შავი ლითონის მილები და პროფილები, 31 ტონა სამედიცინო პრეპარატი, 4,6 ათასი ტონა ციტრუსი, 4,1 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი და ა.შ.

ჩინეთმა მეორე ადგილზე გადმოინაცვლა

საქართველოსა და ჩინეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 109,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 12,4%-ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 41,5%-ით გაიზარდა.

ჩინეთში წლის დასაწყისიდან 26,1 ათასი ტონა სპილენძის მადანი გავიდა, 186,9 ტონა ნატურალური ღვინო, 579,8 ტონა ძვირფასი ლითონის კონცენტრატი და მადანი, დაახლოებით 241,7 ტონა სანელებლები და სხვ.

ჩინეთიდან შემოვიდა დაახლოებით 2,8 ათასი ტონა ნახშირბადიანი ფოლადის ბრტყელი ნაგლინი, 2,3 ათასი ტონა სპილენძის მადანი და კონცენტრატები, 936,5 ტონა საბურავები, 157,7 ტონა სატრანსპორტო საშუალების ნაწილები და მოწყობილობები და სხვ.

მესამე ადგილი რუსეთს უკავია

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20,4%-ით გაიზარდა და 106,1 მილიონი დოლარი შეადგინა - საქართველოს საერთო საგარეო სავაჭრო ბრუნვის 12%.

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გავიდა 10,6 ათასი ტონა ფეროშენადნობი, 3,3 ათასი ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო, 4,6 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 4,2 ათასი ტონა ციტრუსის ნაყოფი ახალი და გამხმარი, 521,3 ტონა სპირტიანი სასმელი და სხვ.

ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო ბრუნვა: იმპორტმა ზრდა დაიწყო

რუსეთი საქართველოში საწვავის კვლავ ყველაზე მსხვილი მომწოდებელია - რუსეთიდან წლის დასაწყისიდან დაახლოებით 23,4 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა.

რუსეთიდან შემოვიდა ასევე 27,7 ათასი ტონა ხორბალი, დაახლოებით 32,5 ათასი ტონა ნავთობის აირი, 2,1 ტონა ტელეფონის აპარატები, 6,8 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია და სხვ.

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკური და ლოგისტიკური თვალსაზრისით, რუსეთის ბაზარი, რასაკვირველია, იდეალურია საქართველოსთვის და მას ალტერნატივა არ გააჩნია.

„საქართველოს მეზობლად ასეთი მასშტაბური ბაზრის არსებობა, განსაკუთრებით ლოგისტიკის თვალსაზრისით, ძალიან ხელსაყრელია. თუმცა პოლიტიკა ამ პროცესს ხელს უშლის, მაგრამ რუსეთის ბაზარს უკეთესი ალტერნატივა არ გააჩნია", - განუცხადა გიორხელიძემ „Sputnik-საქართველოს".

მან ხაზი გაუსვა, რომ ყოველგვარი იდეოლოგიისა და პოლიტიკური მოტივების გარეშე საუბრობს.

„რბილად რომ ვთქვათ, ზოგიერთი იდეოლოგიისა და სრულიად ჩიხური პოლიტიკური ურთიერთობების გამო რუსეთთან ვაგებთ ჩვენ და აგებს რუსეთი", - ხაზგასმით აღნიშნა მან.

საქართველოს სხვა სავაჭრო პარტნიორები

საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში არიან: აზერბაიჯანი (დაახლოებით 102,7 მლნ დოლარი), სომხეთი (დაახლოებით 36,4 მლნ დოლარი), უკრაინა (დაახლოებით 42,4 მლნ დოლარი), აშშ (დაახლოებით 35,7 მლნ დოლარი), გერმანია (დაახლოებით 32,4 მლნ დოლარი), ბულგარეთი (34,1 მლნ დოლარი), არაბთა გაერთიანებული საემიროები (20,5 მლნ დოლარი).

საქართველო წარმატებით ვაჭრობს ევროკავშირის ქვეყნებთან — 2020 წლის იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 197,3 მილიონი დოლარი შეადგინა. ექსპორტმა ამ თანხიდან შეადგინა 45 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა – დაახლოებით 152 მლნ დოლარი.

საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები - Sputnik საქართველო
საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები

აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.

საქართველო ასევე წარმატებით ვაჭრობს დსთ-ის ქვეყნებთან – სავაჭრო ბრუნვამ 2020 წლის იანვარში 315,2 მლნ დოლარი შეადგინა. ექსპორტმა - 119,1 მლნ დოლარი, იმპორტმა კი - 196,1 მლნ დოლარი.

გასაღების ბაზარი

ბოლო დროს საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები გააფორმა ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის - EFTA-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონგ-კონგთან და ჩინეთთან. საქართველომ, Brexit-ის ამოქმედებამდე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა დიდ ბრიტანეთთან და იმავეს ელის ბრიტანეთისგან.

მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მალე დაიწყება ინდოეთთან. შეთანხმების ტექსტი უკვე მზადაა, შექმნილია ასევე სამუშაო ჯგუფები, რომელთა შორისაც მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს. აქტიურად იხილება იაპონიასთან და აშშ-სთან მსგავსი ხელშეკრულებების ხელმოწერის შესაძლებლობა.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, შარშან საქართველოს წმინდა ექსპორტის 87% მოდიოდა ქვეყნებზე, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აკავშირებს.

შეძლებს თუ არა საქართველო ექსპორტის მოცულობის გაზრდას

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი აკაკი ცომაია ფიქრობს, რომ ექსპორტის მოცულობის წინასწარ გათვლა რთულია.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის ექსპორტი 11 პროცენტით გაიზარდა

„საქართველოში მიმდინარე მოვლენები , მხედველობაში მაქვს პოლიტიკური მდგომარეობა, ვფიქრობ, ძალიან ნეგატიურად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე მომავალში. ასე რომ, ერთი მხრივ, ეკონომიკისა და ექსპორტის ზრდა მიმდინარეობს აზერბაიჯანში ავტომობილების რეექსპორტისა და რუსეთთან ვაჭრობის ზრდის ხარჯზე. მეორე მხრივ, როგორ განვითარდება პროცესები და რა შედეგით დასრულდება არჩევნები, ეს საქართველოს ეკონომიკაზე აისახება. ამგვარად, წინასწარ ყველაფერს ვერ გათვლი, რა იქნება", - განუცხადა ცომაიამ „Sputnik-საქართველოს".

მისი სიტყვებით, ქვეყანას ექსპორტის გაფართოებისა და ეკონომიკის ზრდის დიდი პერსპექტივა აქვს, თუ ქვეყანა ინსტიტუციურად სწორად განვითარდება.

„თუ საქართველოს საბაზრო ინსტიტუტები და დემოკრატია განვითარდება და მომავალში ქვეყნის ეკონომიკაში მეტი ინვესტორის მოზიდვა მოხერხდება, ეკონომიკა, ისევე როგორც ექსპორტი, გაიზრდება", - აღნიშნა ექსპერტმა.

და ბოლოს - მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან ექსპორტი 10%-ით გაიზარდა, ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი კი - 12,4%-ით.

ყველა ახალი ამბავი
0