საგარეო სავაჭრო ბრუნვა – ვისთან და რითი ვაჭრობს საქართველო

© photo: Sputnikსატვირთო ავტომობილი
სატვირთო ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოდან რუსეთში 39,8 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო გავიდა, საქართველოში კი 379,4 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის დასაწყისიდან, 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 1,4%-ით გაიზარდა და დაახლოებით 11,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე), აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ქართული პროდუქციის ექსპორტი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 11,4%-ით გაიზარდა და 3,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4,4%-ით მეტია.

ნათია თურნავა: ლარის კურსმა დაიწყო დასტაბილურება>>

იმპორტმა 2019 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 8,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, ანუ 2,3%-ით ნაკლები, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის დასაწყისიდან შეადგინა 4,7 მილიარდი დოლარი, რაც მთელი საგარეო ბრუნვის 41,2%-ია.

„ფორსაჟის გადაღება თბილისში - Sputnik საქართველო
კინოპროდიუსერების ინტერესი საქართველოს მიმართ იზრდება: „გადაიღე საქართველოში“ – სტატისტიკა

რას ყიდის საქართველო

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.

სპილენძის მადნისა და კონცენტრატების ექსპორტი იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით 30,4%-ით გაიზარდა, მსუბუქი მანქანების – 67,2%-ით, მედიკამენტების – 21,5%-ით, ნატურალური ღვინის – 13,3%-ით და ა.შ. ამავე დროს, ფეროშენადნობის ექსპორტი 18,1%-ით შემცირდა.

რატომ მცირდება იმპორტი

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch მიიჩნევს, რომ საქართველოში იმპორტის შემცირება უკავშირდება მსხვილი ენერგეტიკული პროექტების დასრულებას. გარდა ამისა, სააგენტოს ანგარიშში აღნიშნულია, რომ იმპორტის დინამიკაზე გავლენას ახდენს სამომხმარებლო დაკრედიტების ზრდის შენელება და დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამუშავების შემდეგ საშინაო დანაზოგის ზრდა.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
მეტი ინვესტიცია და სამუშაო ადგილი: წარმოდგენილია პროექტის „აწარმოე საქართველოში" სტრატეგია

„საქსტატის" მონაცემების თანახმად, იმპორტის შემცირება ძირითადად საქართველოში ნავთობპროდუქტების მოწოდების 13,7%-ით შემცირებას უკავშირდება.

2019 წლის დასაწყისიდან იმპორტის შემცირების მიზეზად საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში მიიჩნევენ დიზელის საწვავის იმპორტის შემცირებას, რაც ძირითადად უკავშირდება საწვავის ამ სახეობის საქართველოდან რეექსპორტის შემცირებას. საწვავის იმპორტის შემცირება ასევე უკავშირდება ქვეყანაში ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობის ზრდას.

სტატისტიკის თანახმად, დღეს საქართველოში მოძრაობს 80 ათასი ჰიბრიდის ტიპის სატრანსპორტო საშუალება.

საქართველოში შემოაქვთ ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის გაზი და აირადი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, ტელეფონის აპარატები და სხვ.

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი 2019 წლის იანვარ-ნოემბერში გაიზარდა 43,9%-ით, მსუბუქი ავტომობილების – 4,1%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 10,9%-ით, მედიკამენტების – 4,2%-ით და სხვ.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
საქართველო წარმატებით ვაჭრობს: ექსპორტი 11,4%-ით გაიზარდა

საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2019 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან ბრუნვამ 2019 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 34,2%-ია.

საგარეო სავაჭრო ბრუნვის მხრივ ლიდერობს თურქეთი. თურქეთთან ბრუნვამ აღნიშნულ პერიოდში დაახლოებით 1,6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,2%-ია.

თურქეთში 2019 წლის დასაწყისიდან გავიდა 72,8 ათასი ტონა არალეგირებული ფოლადის ნახევარფაბრიკატი, 9,3 ათას ტონაზე მეტი სპილენძის მადანი და კონცენტრატი, 15,3 ათას ტონაზე მეტი ფეროშენადნობი, 1,6 ათასი ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი და სხვ.

თურქეთიდან ამავე პერიოში შემოვიდა 24,3 ათასი ტონა შავი ლითონის კონსტრუქტცია, 47 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი, 1,2 ათასი ტონა სამედიცინო მედიკამენტი, 52,7 ათასი ტონა შავი ლითონის მილები და პროფილები და სხვ.

მეორე ადგილზეა რუსეთი. წინა წელთან შედარებით, წლის დასაწყისიდან საგარეო ბრუნვამ რუსეთთან 11,5%-ით მოიმატა და დაახლოებით 1,3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 11,5%-ია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა  რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტით გამოწვეულ დანაკარგზე ისაუბრა>>

2019 წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გავიდა 100,2 ათასი ტონა ფეროშენადნობი, 39,8 ათას ტონაზე მეტი ნატურალური ღვინო, 89,7 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 44,6 ტონა ცენტრიფუგა, 6,4 ათასი ტონა სპირტიანი სასმელი და სხვ.

რუსეთი საქართველოში საწვავის კვლავ ყველაზე მსხვილი მომწოდებელია – რუსეთიდან წლის დასაწყისიდან დაახლოებით 300,5 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა.

ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო
ფულადი გზავნილები: საიდან გზავნიან მიგრანტები ფულს საქართველოში

რუსეთიდან შემოვიდა ასევე 379,5 ათასი ტონა ხორბალი, დაახლოებით 108,3 ათასი ტონა კოქსი და ნახევარკოქსი, დაახლოებით 102,3 ათასი ტონა ნავთობის აირი, 35,1 ათას ტონაზე მეტი მზესუმზირის ზეთი და სხვ.

ჩინეთი მესამე ადგილზეა. საქართველოსა და ჩინეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 982,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 8,5%-ია. ზრდა 1,6%-ია.

ჩინეთში წლის დასაწყისიდან გავიდა 88,9 ათასი ტონა სპილენძის მადანი, 4,7 ათასი ტონა ნატურალური ღვინო, 63,7 ტონა ინსტრუმენტი და ხელსაწყო, რომელიც მედიცინასა თუ ვეტერინარიაში გამოიყენება, 1,5 ათასი ტონა სანელებლები, ათას ტონაზე მეტი თხილი და სხვ.

ჩინეთიდან შემოვიდა დაახლოებით 3,9 ათასი ტონა მოწყობილობა ჰაერის კონდიცირებისთვის, 310,1 ტონა გამოსათვლელი ტექნიკა თავისი ბლოკებით, 8,1 ათასი ტონა რეზინის პნევმატური საბურავი და სხვ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ტურიზმიდან შემოსავლები დაითვალა>>

საქართველოს სხვა სავაჭრო პარტნიორები

საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში არიან: აზერბაიჯანი (დაახლოებით 932,8 მლნ დოლარი), სომხეთი (დაახლოებით 605 მლნ დოლარი), უკრაინა (დაახლოებით 588 მლნ დოლარი), აშშ (დაახლოებით 450,5 მლნ დოლარი), გერმანია (დაახლოებით 439,5 მლნ დოლარი), ბულგარეთი (371,3 მლნ დოლარზე მეტი), რუმინეთი (362,7 მლნ დოლარზე მეტი).

ეროვნული ვალუტა ლარი - Sputnik საქართველო
საქართველოში მონეტარული პოლიტიკა კვლავ გამკაცრდა

საქართველო წარმატებით ვაჭრობს ევროკავშირის ქვეყნებთან — 2019 წლის თერთმეტ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემზე 2,5%-ით ნაკლებია. ექსპორტმა ამ თანხიდან შეადგინა 752,3 მლნ დოლარი – 14,2%-ით მეტი, ხოლო იმპორტმა – დაახლოებით 2,1 მილიარდი დოლარი – 7,4%-ით ნაკლები.

საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.

საქართველო ასევე წარმატებით ვაჭრობს დსთ-ის ქვეყნებთან – სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის იანვარ-ნოემბერში 4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 0,9%-ით მეტია.

ექსპორტმა შეადგინა 1,8 მილიარდი დოლარი – 21%-ით მეტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვეებელთან შედარებით, იმპორტმა კი – 2,2 მილიარდი დოლარი – 11,3%-ით ნაკლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დსთ-ის ქვეყნების წილმა მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 8% შეადგინა.

ინვესტიციები საქართველოში გაიზარდა – ვინ ლიდერობს ამ მხრივ>>

გასაღების ბაზარი

საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთთან და ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან, ასევე ახორციელებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იაპონიასთან და აშშ-თან. ახლო მომავალში მოლაპარაკება დაიწყება ინდოეთთან.

ყველა ახალი ამბავი
0