22:49 31 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (288)
64 0 0

რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის შედეგად საქართველომ ტურიზმიდან 300 მილიონით ნაკლები შემოსავალი მიიღო

თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტამ, რასაც პოლიტიკური დაძაბულობა დაემატა, ხელი შეუწყო ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში. 

საქართველო წელს ტურიზმიდან შემოსავლის მატებას ელოდა, თუმცა ივნისში განვითარებული მოვლენების შედეგად რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, რასაც რუსეთიდან ვიზიტორთა შემცირება მოჰყვა.

ეროვნული ბანკის თავმჯდომარის სიტყვებით, რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის შედეგად ქვეყანამ ტურიზმიდან 300 მილიონით ნაკლები  შემოსავალი მიიღო.

„როგორც მოგეხსენებათ, ივლისში რუსეთის მიერ ავიაფრენების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებამ და სხვა შესაძლო ფორმალური თუ არაფორმალური სავაჭრო სანქციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი გააჩინა. შესაბამისად, სავალუტო შემოდინებების ფაქტობრივ შემცირებამდეც, ბაზარზე შემცირდა უცხოური ვალუტის მიწოდება, ხოლო მოთხოვნა გაიზარდა, რამაც კურსის მყისიერი გაუფასურება გამოიწვია – უფრო ადრე, ვიდრე ტურისტული შემოსავლები ფაქტობრივად დაიწყებდა შემცირებას“, – აღნიშნა გვენეტაძემ. 

ნახევარ წელიწადში ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 10%-ით გაუფასურდა. ლარის კურსის გასამყარებლად ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და სავალუტო რეზერვების ნაწილი გაყიდა.

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ლარის კურსის ვარდნამ დააჩქარა ინფლაცია, რომლის დონემაც ნოემბერში პროგნოზირებული 3%-ის ნაცვლად, 7% შეადგინა.

რამდენი მგზავრი ჩამოვიდა საქართველოში

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტები 4,9 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 4%-ით მეტია 2018 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ამ პერიოდში მოსალოდნელი იყო დაახლოებით 16%-იანი ზრდა, მაგრამ ზრდის ტემპები საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო კავშირის შეწყვეტის გამო შენელდა.

თბილისის საერთაშრისო აეროპორტში 11 თვის განმავლობაში მგზავრთა ნაკადი 2%-ით შემცირდა. თუმცა მგზავრების რაოდენობა ბათუმისა (3%) და ქუთაისის (41%) აეროპორტებში გაიზარდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შეფასებით, 12 თვეში აეროპორტებში მგზავრების რაოდენობა 2-3%-ით გაიზრდება. საქართველოს აეროპორტები 2018 წელს 5 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ.

თემები:
ტურიზმი საქართველოში (288)

მთავარი თემები