16:15 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (842)
12310

ყველაზე მეტი ფული საქართველოში ჩადო დიდმა ბრიტანეთმა, რომელსაც გასული წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში ინვესტიციები საერთოდ არ განუხორციელებია.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 2019 წლის მესამე კვარტალში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 13,7%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით და 417,3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

საქართველოში ინვესტიციების ჩადების მხრივ 2019 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ლიდერობენ დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და თურქეთი. ამ ქვეყნების კაპიტალდაბანდებების წილი 189,8 მლნ დოლარს შეადგენს, რაც ინვესტიციების მთელი მოცულობის 45,5%-ია.

ინვესტიციები ასევე შემოვიდა ჩინეთიდან (30,1 მლნ დოლარი), აშშ-დან (25,1 მლნ დოლარი), იაპონიიდან (16,2 მლნ დოლარი), პანამიდან (15,7 მლნ დოლარი), რუსეთიდან (15,1 მლნ დოლარი) და სხვა ქვეყნებიდან.

სად იდება ინვესტიციები

საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგებია საფინანსო სექტორი, გადამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები. ამ სფეროებში შემოსული თანხა 191 მლნ დოლარს შეადგენს – მთელი ინვესტიციების 45,8%-ს.

უპრეცედენტო წინადადება: ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციოდ 100 ობიექტი გააქვს>>

ინვესტიციები ასევე ხორციელდება სხვა დარგებში: მშენებლობა (43,4 მლნ დოლარი), ენერგეტიკა (39,7 მლნ დოლარი), უძრავი ქონება (30,1 მლნ დოლარი), სამთო-მომპოვებელი მრეწველობა (17,5 მლნ დოლარი), ტრანსპორტი (11,2 მლნ დოლარი) და ა.შ.

ინვესტიციები წლის დასაწყისიდან შემცირდა

ამავდროულად, წლის დასაწყისიდან, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ინვესტიციების მოცულობა 17%-ით შემცირდა და 908,9 მლნ დოლარი შეადგინა.

წლის დასაწყისიდან საქართველოში დიდი ინვესტორები არიან თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ. ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ენერგეტიკაში, სასტუმროებსა და რესტორნებში და საფინანსო სექტორში.

რატომ შემცირდა ინვესტიციები

საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ინვესტიციების კლება საზღვარგარეთიდან რამე ფუნდამენტურ რისკს ან საინვესტიციო გარემოს გაუარესებას არ უკავშირდება.

ამასთან, ქვეყნის ხელმძღვანელობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს ინვესტიციების მოსაზიდავად მაღალი დამატებითი ღირებულების სექტორებში, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდით გამოწვეული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, და გარე ფაქტორების მხრიდან მოწყვლადობის შემცირებას, განმარტა უფრო ადრე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ საქართველოში საინვესტიციო პოლიტიკა უნდა შემუშავდეს და გატარდეს.

„მიზეზები ძალზე მარტივია: თქვენ ჩადებთ ინვესტიციებს ქვეყანაში, სადაც ორი წლის განმავლობაში ოთხჯერ იცვლება ეკონომიკის მინისტრი? არავინ ჩადებს! ქვეყანა, რომლის ძირითადი რესურსები - ჰიდრორესურსებია, და ამასთან ის აუქმებს ენერგეტიკის სამინისტროს, რომ რაღაც ხუთი მილიონის ეკონომია გააკეთოს, ეს სწორი არ არის. ამით მინდა ვთქვა, რომ ქვეყანას საინვესტიციო პოლიტიკა არ გააჩნია", – განუცხადა ბაირახტარმა „Sputnik-საქართველოს".

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (842)

მთავარი თემები