საქართველომ ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის ღვინო გაიტანა

© photo: Sputnik / Stringerქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეკორდი დამყარდა ქართული ბრენდის ექსპორტშიც – 25 ქვეყანაში გავიდა 68 მილიონი დოლარის ღირებულების 31,6 მილიონი ბოთლი.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოდან ექსპორტირებული იყო რეკორდული რაოდენობის ღვინო – 2019 წელს მსოფლიოს 53 ქვეყანაში გაიტანეს 94 მილიონამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 2018 წელთან შედარებით 9%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია", – ნათქვამია განცხადებაში.

2019 წელს ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 240 მლნ დოლარს აღწევს – ეს 17%-ით მეტია, ვიდრე 2018 წელს. გასულ წელს სხვადასხვა მოცულობით ღვინო ექსპორტზე 341-მა კომპანიამ გაიტანა.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
პარიზში ქართული ღვინის სურნელი დატრიალდება

ყველაზე მეტი ღვინო გადის რუსეთში. ლიდერი ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი და ყაზახეთი.

ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება როგორც ტრადიციულ ბაზრებზე, ისე ევროპაში, აზიასა და აშშ-ში.

საზღვარგარეთ ყველაზე პოპულარული ქართული ღვინოა ნახევრად ტკბილი „ქინძმარაული". 2019 წელს საქართველოდან 17,4 მილიონზე მეტი ბოთლი „ქინძმარაული" გავიდა. პოპულარული ღვინოების ხუთეულშია ასევე „მუკუზანი“, „წინანდალი“, „ახაშენი“ და „ხვანჭკარა“.

წლის დასაწყისიდან ექსპორტზე მსოფლიოს 25 ქვეყანაში გავიდა 31,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 2018 წელთან შედარებით 58%-ით მეტია. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 68 მლნ დოლარი შეადგინა, ზრდა – 67%.

ამერიკელმა მაგისტრმა ქართულ ღვინოზე წიგნი დაწერა>>

მსოფლიოს 28 ქვეყანაში ექსპორტირებულია აგრეთვე 625 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ხოლო ექსპორტის ზრდამ 48% შეადგინა. შემოსავალმა ჭაჭის ექსპორტიდან 1,7 მლნ დოლარს მიაღწია, ზრდა – 38%.

მთლიანად 2019 წელს ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 345 მლნ აშშ დოლარი, რაც 15%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს.

ყველა ახალი ამბავი
0