შრომის ინსპექცია სამუშაო ადგილებზე ეფექტური გახდება

© photo: Sputnikმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იგეგემება ასევე შრომის ინსპექციის რეგიონული წარმომადგენლობის, აგრეთვე შრომის ინსპექციის სათათბირო ორგანოს – საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომელიც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობას წარედგინა კანონპროექტი „შრომის ინსპექციის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს შრომის ინსპექციის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმირებას, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

საქართველოში 2018 წლის 1 აგვისტოდან ამუშავდნენ შრომის ინსპექტორები, რომლებსაც ნებისმიერ ობიექტზე გაუფრთხილებლად შესვლისა და შრომის უსაფრთხოების კუთხით შემოწმების უფლება აქვთ.

„შრომის უსაფრთხოების კანონიდან გამომდინარე, უნდა შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის მეტ ეფექტურობას, განსაზღვრავს შრომის ინსპექციის საქმიანობის ძირითადად დებულებას, მიმართულებებს და იმ გარემოებებს, თუ რა სტატუსით სარგებლობს შრომის ინსპექტორი“, – განუცხადა ფერაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.

მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
შრომის ინსპექტორების რაოდენობა 2,5–ჯერ გაიზარდა

ამასთან ერთად, იგეგემება შრომის ინსპექციის რეგიონული წარმომადგენლობის, აგრეთვე შრომის ინსპექციის სათათბირო ორგანოს – საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომელიც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.

„ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მათ შორის შევქმნათ შრომის ინსპექციის რეგიონული წარმომადგენლობა, რაც კანონის ეფექტურად აღსრულებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია მაღალი სტანდარტი, შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, შრომის ინსპექციასთან სათათბირო ორგანო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება როგორც სამოქალაქო სექტორით, ასევე პარლამენტის, სახალხო დამცველისა და პროფკავშირების, ბიზნესის წარმომადგენლებით“, – განაცხადა ფერაძემ.

სტრატეგიის განსახორციელებლად საბჭოს მოვალეობებში შევა მთელი წლის პროცესის შეფასება, მონიტორინგი, დაგეგმარება, რაც ხელს შეუწყობს მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბებას, გამჭვირვალე პროცესს და ასევე შრომის უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბებას ქვეყანაში.

შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვისთვის დამსაქმებელი ვალდებულია დანიშნოს ან მოიწვიოს შრომის დაცვის სერტიფიცირებული სპეციალისტი.

თუ კომპანიაში 20-მდე ადამიანია დასაქმებული, უსაფრთხოების სპეციალისტი შეიძლება კომპანიის დირექტორი გახდეს, მაგრამ ამისთვის მან აკრედიტებული პროგრამა უნდა გაიაროს. თუ თანამშრომლების რაოდენობა 20-დან 100-მდეა, მაშინ დამსაქმებელი ვალდებულია უსაფრთხოების მინიმუმ ერთი სპეციალისტი დანიშნოს. 100-ზე მეტი თანამშრომლის შემთხვევაში კომპანიაში მინიმუმ ორი ადამიანისგან უნდა შეიქმნას შრომის უსაფრთხოების შესაბამისი სამსახური.

უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე

1 იანვრიდან ასევე ამოქმედდა შრომის უსაფრთხოების დაცვის პროგრამა. ეს პროგრამა დამსაქმებელს დაეხმარება, გააუმჯობესოს უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე, აღკვეთოს შრომის კოდექსის პირობების დარღვევა, შექმნას შრომითი ბაზრის განვითარების სტრატეგია.

მშენებლობა - Sputnik საქართველო
შრომის პირობების ინსპექტირების შედეგად მომზადებული ანგარიშები ხელმისაწვდომი გახდა

ახლა ინსპექტორებს დღისა და ღამის ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუძლიათ ქვეყნის ყველა კომპანიის შემოწმება. აქამდე შრომის ინსპექციის მანდატი შეზღუდული იყო – კანონი მოქმედებდა მხოლოდ იმ საწარმოებზე, რომლებიც მძიმე, მავნე და საშიშ სამუშაოებს ასრულებენ.

ფერაძის სიტყვებით, უკვე შემუშავებულია რისკების შეფასების ერთიანი წესი, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას საწარმოებში, მეორე მხრივ, დაეხმარება დამსაქმებელსა და დასაქმებულს – ეფექტურად დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, შეაფასონ საფრთხე და მოახდინონ პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა.

შესაბამისი კანონპროექტი ახლო მომავალში პარლამენტში შევა.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, წელიწად-ნახევრის (2018 წელი და 2019 წლის იანვარ-ივნისი) განმავლობაში ქვეყანაში სამუშაო ადგილებზე დაიღუპა 84 და დაშავდა 270 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0