23:06 21 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0515
  • 100 RUB4.4316
  • USD2.8265
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (444)
6401

ბიზნესის კეთების სიმარტივის (Doing Business) 2020 წლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა. 2019 წლის ანგარიშში ქვეყანა მეექვსე ადგილს იკავებდა.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2020 წლის რეიტინგში საქართველომ ქულების მიხედვით ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

დაგვიანებული „საუკუნის პროექტი", ახალი შანსი და „აბრეშუმის გზის" ქვეყნების მოლოდინები >>

მისი თქმით, რეიტინგში საქართველოს 83.7 ქულა მიენიჭა, რაც ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის. ამასთან, 2020 წლის „ბიზნესის კეთების“ რეიტინგის მიხედვით, საქართველო კვლავ რჩება ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერად 23 ქვეყანას შორის.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რეიტინგში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა რამდენიმე ინდიკატორში,  მათ შორის როგორიც არის ბიზნესის დაწყება, მშენებლობის ნებართვები, გადასახადების გადახდები, ვაჭრობა საზღვრებს მიღმა და სხვა.

„რაც შეეხება რეიტინგში ადგილს, იცით, რომ ქულის გაუმჯობესების მიუხედავად, საქართველო მეშვიდე პოზიციაზეა და უნდა ითქვას, რომ აშშ-მა გაგვასწრო ერთი ადგილით. ასე რომ, დღესდღეობით, კონკურენციაში ვინ არის უფრო გახსნილი და თავისუფალი - აშშ-ი თუ საქართველო, ეს არის აშშ-ი, მაგრამ ჩვენი ქულა არის გაუმჯობესებული და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. ჩვენ ვრჩებით ლიდერებს შორის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ბიზნესის კეთების სიმარტივის (Doing Business) 2020 წლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა. 2019 წლის ანგარიშში ქვეყანა მეექვსე ადგილს იკავებდა.

რეიტინგის შედგენა 10 ინდიკატორის მიხედვით ხდება. აქედან საქართველოს ხუთ ინდიკატორში ქულების მატება აქვს, ხუთი ინდიკატორის ქულა კი უცვლელი დარჩა.

საუკეთესო მაჩვენებელი საქართველოს ბიზნესის დაწყების სიმარტივის კუთხით აქვს. ამ მხრივ ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა და მას მხოლოდ ახალი ზელანდია უსწრებს, ხოლო მეხუთე ადგილზეა საკუთრების რეგისტრაციის ინდიკატორით. მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვის მხრივ საქართველო მეშვიდე ადგილს იკავებს.

მსოფლიო ბანკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ მშენებლობის ნებართვების მხრივ გააუმჯობესა მშენებლობის ხარისხის კონტროლი ინფორმაციის საჯაროობის გაზრდით.

საქართველოს პრემიერმა ქვეყნის მთავარი მიზანი დაასახელა >>

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში სომხეთი იკავებს 47-ე ადგილს, აზერბაიჯანი – 34-ეს, თურქეთი – 33-ეს, რუსეთი – 28-ეს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (444)

მთავარი თემები