დაგვიანებული „საუკუნის პროექტი", ახალი შანსი და „აბრეშუმის გზის" ქვეყნების მოლოდინები

© photo: Anaklia Port / FBანაკლიის პორტის მშენებლობა
ანაკლიის პორტის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ საქართველოში ანაკლიის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ადგილიდან მომავალი წლიდან დაიძვრება

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის რეალიზებას ელოდება არა მხოლოდ ქართული მხარე, არამედ „ახალი აბრეშუმის გზის" ინიციატივის დანარჩენი ყველა მონაწილეც, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„მიხედეთ საქმეს" – თურნავა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" მიმართავს>>

ეს კომენტარი მინისტრმა საერთაშორისო „აბრეშუმის გზის თბილისის ფორუმის" მიმდინარეობისას გააკეთა, რომელიც დედაქალაქში სამშაბათიდან მიმდინარეობს. ღონისძიებაში მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის ორი ათასზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.

„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები და როგორ ვაქციოთ ჩვენი პორტები და პორტების გავლით სერვისები უფრო სწრაფი და ეფექტიანი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების და განვითარების გარეშე შეუძლებელია ამის მიღწევა.. დღევანდელი შეხვედრები და დისკუსიები მოწმობს, რომ ამ პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, არა მხოლოდ საქართველო", - განაცხადა თურნავამ.

ამასთან, მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პროექტი უკვე მომავალი წლიდან ადგილიდან დაიძვრება.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველო ახალი „აბრეშუმის გზის" ინიციატივაში მონაწილეობით ამაყობს

„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა. ამ პროქტის ყველა მონაწილემ ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისათვის, რომ პროექტი დროულად დაიწყოს. არც ისე ბევრი დრო დარჩათ მათ და ჩვენ კიდევ ერთი შანსი უნდა მივცეთ, რომ მათ თავისი ვალდებულებები შეასრულონ. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ჩვენ ამ პროექტს უკვე დავძრავთ... კონსორციუმს პროექტის ამ ფორმატში განხორციელებისთვის კრიტიკული პერიოდი დარჩა და ზედმეტი პოლიტიზირება პროექტს ავნებს", - განაცხადა თურნავამ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" საქართველოს ხელისუფლებამ პორტის მშენებლობის მოსამზადებლად დამატებითი დრო უკვე არაერთხელ მისცა. კონსორციუმი, თავის მხრივ, მთავრობისგან ტვირთბრუნვის გარანტიებს მოითხოვს, რადგან ამის გარეშე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები პორტის მშენებლობაში ფულის ჩადებაზე უარს აცხადებენ.

მთავრობა დათმობაზე წავიდა – თანხა ანაკლიის პორტისთვის წლის ბოლომდე უნდა გამოინახოს>>

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC-მ დააფუძნეს. კონსორციუმში შედიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd. (ბულგარეთი). აგვისტოს შუა რიცხვებში ამერიკულმა კომპანია Conti group-მა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" გასვლის შესახებ განაცხადა, ამის გამო პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0