საქართველომ ბიზნესის წარმოების კუთხით ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა თბილისის ფონზე
საქართველოს დროშა თბილისის ფონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს, რომელმაც „ბიზნესის წარმოების" კვლევის გლობალურ რეიტინგში მეშვიდე ადგილი დაიკავა, ევროპის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის უმაღლესი რეიტინგი აქვს.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველომ 190 ქვეყანას შორის რეიტინგში Doing Business-2020 მეშვიდე ადგილი დაიკავა. რეიტინგი ბიზნესის წარმოების სიმარტივეს აფასებს. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ მოხსენებაში.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველომ ეკონომიკური თავისუფლების დონით ყველა მეზობელს გაუსწრო

გასული წლის რეიტინგთან შედარებით, საქართველომ პოზიცია ერთი საფეხურით გაიუარესა, თუმცა მსოფლიო ბანკის შეფასება 0,2 ქულით გაიზარდა და 83,7 შეადგინა.

„საქართველოს, რომელმაც „ბიზნესის წარმოების" კვლევის გლობალურ რეიტინგში მეშვიდე ადგილი დაიკავა, ევროპის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის უმაღლესი რეიტინგი აქვს. მას მოსდევენ ჩრდილოეთ მაკედონია (მე-17), ყაზახეთი (25-ე) და რუსეთი (28-ე)", – აღნიშნულია მოხსენებაში.

მსოფლიო მასშტაბით საქართველოს წინ უსწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, სამხრეთ კორეა, ჰონგ-კონგი, დანია, სინგაპური და ახალი ზელანდია.

ახალი ზელანდია პირველი ადგილი
სინგაპური მეორე ადგილი
სამხრეთ კორეა მეხუთე ადგილი
საქართველო მეშვიდე ადგილი
რუსეთი 28-ე ადგილი
თურქეთი 33-ე ადგილი
სომხეთი 47-ე ადგილი
უკრაინა 64-ე ადგილი

 

მოხსენებაში მონაცემები 2019 წლის 1 მაისის მდგომარეობით არის შეყვანილი. ეს ინდიკატორები ბიზნესის რეგულირების სფეროში ეკონომიკური შედეგებისა და წარმატებული რეფორმების ანალიზისთვის გამოიყენება.

საქართველოს ეკონომიკა მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად აღიარეს>>

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში ერთ წელიწადში გატარდა ერთი წარმატებული რეფორმა – სამშენებლო სფეროში.

Doing Business-2019-ის ანგარიშში ცალკეულ კატეგორიებში საქართველომ დაიკავა შემდეგი ადგილები:

საწარმოს რეგისტრაცია მეორე ადგილი
მშენებლობის ნებართვის აღება 21-ე ადგილი
ელექტრომომარაგების სისტემაში ჩართვა 42-ე ადგილი
საკუთრების რეგისტრაცია მეხუთე ადგილი
კრედიტების გაცემა მე-15 ადგილი
მინორიტარული ინვესტორების დაცვა მეშვიდე ადგილი
გადასახადებით დაბეგვრა მე-14 ადგილი
საერთაშორისო ვაჭრობა 45-ე ადგილი
კონტრაქტების შესრულების უზრუნველყოფა მე-12 ადგილი
გადახდისუუნარობის ნებართვა 64-ე ადგილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად რეიტინგში მეექვსედან მეშვიდე პოზიციაზე გადასვლისა, შეფასება ქულებში გაიზარდა.
ხუციშვილის განცხადებით, ის ორ პუნქტს გამოყოფდა – ესაა მშენებლობის ნებართვები, სადაც ქვეყანა ექვსი პოზიციით დაწინაურდა, ასევე გადასახადების გადახდის ინდიკატორი, საგადასახადო ადმინისტრირების შეფასების ინდიკატორი, სადაც ქვეყანა ორი პოზიციით დაწინაურდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ფონზე ბიზნესის კეთება გამარტივდა, აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
ყველა ახალი ამბავი
0