საქართველოს ეკონომიკა მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად აღიარეს

© photo: Sputnikსასტუმროები თბილისში - Biltmore და Radisson
სასტუმროები თბილისში - Biltmore და Radisson - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო წლებში საქართველო „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში თავის პოზიციებს აუმჯობესებს.

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველომ „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში 162 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ქვეყანამ თავისი წინა მაჩვენებელი ორი პოზიციით გააუმჯობესა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

ყოველწლიური შემაჯამებელი რეიტინგი „მსოფლიო ეკონომიკური რეიტინგი“ შეიმუშავა კანადის ფრეზერის ინსტიტუტმა მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის დამოუკიდებელ მკვლევარებთან და საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან ერთად.

„ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს ამგვარი პოზიციონირება, გაუმჯობესება გვაქვს უკვე წლების განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ წელსაც გაუმჯობესება ფიქსირდება და ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე თავისუფალ ქვეყნებს შორის პოზიციას სტაბილურად ვინარჩუნებთ“, - განაცხადა რეიტინგის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ.

ევროკავშირის და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
საუკეთესო ბიზნესისთვის: საქართველო რეგიონში კვლავ პირველია

მისი თქმით, საქართველოს შეფასება რესპექტაბელურ რეიტინგში მნიშვნელოვანი სიგნალია ინვესტორებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

რეიტინგის შედგენისას გაანალიზებული იყო ქვეყნების ხუთი ძირითადი სფერო: მთავრობის ზომა; საკუთრების უფლების დაცულობა და სასამართლო; მკაცრი ფულადი პოლიტიკა; საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება; კრედიტების, დასაქმებისა და ბიზნესის რეგულაციები.

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ 2018 წლის რეიტინგში ლიდერობს ჰონგ-კონგი; შემდეგ მოდიან სინგაპური და ახალი ზელანდია. ათეულში შედიან ასევე შვეიცარია, ირლანდია, აშშ, საქართველო, მავრიკიის რესპუბლიკა, გაერთიანებული სამეფო და ავსტრალია.

რეიტინგის ბოლოში განთავსდნენ არგენტინა, ლიბია და ვენესუელა.

საქართველოს მეზობელი ქვეყნები და ძირითადი სავაჭრო პარტნიორები შემდეგ პოზიციებს იკავებენ: სომხეთი – 29-ე ადგილი, თურქეთი – 86-ე, რუსეთი – 87-ე, აზერბაიჯანი – 106-ე.

ყველა ახალი ამბავი
0