საგარეო სავაჭრო ბრუნვა - რას ყიდის და ყიდულობს საქართველო

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული პროდუქციის ექსპორტი ცხრა თვეში 11,1%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 3,3%-ით შემცირდა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის იანვარ-სექტემბერში, 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 0,5%-ით გაიზარდა და დახლოებით 9,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის - „საქსტატის" მასალებში.

მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრამდე ქართული პროდუქციის ექსპორტი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 11,1%-ით გაიზარდა და 2,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 1,6%-ით მეტია.

ფასები სამრეწველო პროდუქციაზე მკვეთრად გაიზარდა>>

იმპორტმა 2019 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 6,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, ანუ 3,3%-ით ნაკლები, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში.

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში კვლავ მცირდება

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის დასაწყისიდან შეადგინა 3,8 მილიარდი დოლარი, რაც მთელი საგარეო ბრუნვის 40,8%-ია.

რას ყიდის საქართველო

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.

სპილენძის მადნისა და კონცენტრატების ექსპორტი იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 26,9%-ით გაიზარდა, მსუბუქი მანქანების - 62,9%-ით, მედიკამენტების - 40%-ით, ნატურალური ღვინის - 9,6%-ით და ა.შ. ამავე დროს, ფეროშენადნობის ექსპორტი 11,7%-ით შემცირდა.

რატომ მცირდება იმპორტი

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch მიიჩნევს, რომ საქართველოში იმპორტის შემცირება უკავშირდება მსხვილი ენერგეტიკული პროექტების დასრულებას. გარდა ამისა, სააგენტოს ანგარიშში აღნიშნულია, რომ იმპორტის დინამიკაზე გავლენას ახდენს სამომხმარებლო დაკრედიტების ზრდის შენელება და დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამუშავების შემდეგ საშინაო დანაზოგის ზრდა.

„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, იმპორტის შემცირება, ძირითადად, საქართველოში ნავთობპროდუქტების მოწოდების 15,7%-ით შემცირებას უკავშირდება.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
საგარეო ბრუნვა: ექსპორტი იზრდება, იმპორტი – მცირდება

იმპორტის შემცირების მიზეზად საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში მიიჩნევენ დიზელის საწვავის იმპორტის შემცირებას, რაც, ძირითადად, უკავშირდება საწვავის ამ სახეობის საქართველოდან თურქეთში რეექსპორტის მოცულობის შემცირებას, ასევე საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტის მნიშვნელოვან ზრდას.

საქართველოში შემოაქვთ ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის გაზი და აირადი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, ტელეფონის აპარატები და სხვ.

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი 2019 წლის იანვარ-სექტემბერში გაიზარდა 39,3%-ით, მსუბუქი ავტომობილების - 6,9%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 8,8%-ით, მედიკამენტების – 8,9%-ით და სხვ.

საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2019 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი,  რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან ბრუნვამ 2019 წლის იანვარ-სექტემბერში დაახლოებით 3,1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 33,7%-ია.

„აბრეშუმის გზის ფორუმი - Sputnik საქართველო
თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი" იხსნება

საგარეო სავაჭრო ბრუნვის მხრივ ლიდერობს თურქეთი. თურქეთთან ბრუნვამ აღნიშნულ პერიოდში დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,1%-ია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა ამ პერიოდში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 2,8%-ით გაიზარდა.

თურქეთში 2019 წლის დასაწყისიდან გავიდა 61,4 ათასი ტონა არალეგირებული ფოლადის ნახევარფაბრიკატი, 9,3 ათას ტონაზე მეტი სპილენძის მადანი და კონცენტრატი, 12,2 ათას ტონაზე მეტი ფეროშენადნობი, 1,3 ათასი ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი და სხვ.

თურქეთიდან ამავე პერიოში შემოვიდა 19,7 ათასი ტონა შავი ლითონის კონსტრუქტცია, 6,1 ათასი ტონა იზოლირებული სადენები, დაახლოებით ათასი ტონა სამედიცინო მედიკამენტი, 39,1 ათასი ტონა შავი ლითონის მილები და პროფილები, 2031 მსუბუქი ავტომობილი და სხვ.

მეორე ადგილზეა რუსეთი. საგარეო ბრუნვამ რუსეთთან 4,4%-ით მოიმატა და წლის დასაწყისიდან დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 11,2%-ია.

2019 წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გავიდა 90,8 ათასი ტონა ფეროშენადნობი, 30,1 ათას ტონაზე მეტი ნატურალური ღვინო, 67,1 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 44,5 ტონა ცენტრიფუგა, 4,6 ათასი ტონა სპირტიანი სასმელი და სხვ.

რუსეთი საქართველოში საწვავის კვლავ ყველაზე მსხვილი მომწოდებელია - რუსეთიდან წლის დასაწყისიდან დაახლოებით 234,2 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა.

თბილისი - Sputnik საქართველო
სანდო ქვეყნის იმიჯი, პოზიტიური პროგნოზი და გაურკვეველი მოლოდინი...

რუსეთიდან შემოვიდა ასევე 287,3 ათასი ტონა ხორბალი, დაახლოებით 88 ათასი ტონა კოქსი და ნახევარკოქსი, დაახლოებით 73,4 ათასი ტონა ნავთობის აირი, 25,5 ათას ტონაზე მეტი მზესუმზირის ზეთი და სხვ.

ჩინეთი - მესამე ადგილზეა. საქართველოსა და ჩინეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 772,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 8,4%-ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 4,7%-ით შემცირდა. ჩინეთმა უკან ჩამოიტოვა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი - აზერბაიჯანი, რომელიც 2019 წლის იანვრიდან სავაჭრო პარტნიორების პირველ სამეულში შედიოდა.

ჩინეთში წლის დასაწყისიდან 54,9 ათასი ტონა სპილენძის მადანი გავიდა, 3,8 ათასი ტონა ნატურალური ღვინო, 50,8 ტონა ინსტრუმენტი და ხელსაწყო, რომელიც მედიცინასა თუ ვეტერინარიაში გამოიყენება, 5,5 ტონა დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული რეაგენტი და სხვ.

ჩინეთიდან შემოვიდა დაახლოებით 3,8 ათასი ტონა მოწყობილობა ჰაერის კონდიცირებისთვის 276,3 ტონა გამოსათვლელი ტექნიკა თავისი ბლოკებით, 13,1 ათასი ტონა საბურავი და სხვ.

საქართველოს სავაჭრო პარტნიორები

საქართველო სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში არიან: აზერბაიჯანი (დაახლოებით 754,9 მლნ დოლარი), სომხეთი (დაახლოებით464,1 მლნ დოლარი), უკრაინა (დაახლოებით 463,2 მლნ დოლარი),  აშშ (დაახლოებით 393,6 მლნ დოლარი), გერმანია (დაახლოებით 356 მლნ დოლარი), რუმინეთი (303,5 მლნ დოლარზე მეტი), ბულგარეთი (295 მლნ დოლარზე მეტი).

საქართველოში შეკერილი საბავშვო ტანსაცმელი იაპონიაში ექსპორტზე გავიდა>>

საქართველო წარმატებით ვაჭრობს ევროკავშირის ქვეყნებთან — 2019 წლის სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით 4,6%-ით ნაკლებია. ექსპორტმა ამ თანხიდან შეადგინა 620,1 მლნ დოლარი – 16,3%-ით მეტი, ხოლო იმპორტმა – დაახლოებით 1,7 მილიარდი დოლარი – 10,6%-ით ნაკლები. ევროკავშირის ქვეყნების წილმა მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 27,9% შეადგინა.

ქართული ღვინოები - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება

საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.

საქართველო ასევე წარმატებით ვაჭრობს დსთ-ის ქვეყნებთან – სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის იანვარ-სექტემბერში 3,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 0,9%-ით მეტია.

ექსპორტმა შეადგინა 1,4 მილიარდი დოლარი - 23,2%-ით მეტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვეებელთან შედარებით, იმპორტმა კი - 1,7 მილიარდი დოლარი - 12,4%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დსთ-ის ქვეყნების წილმა მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 7,3% შეადგინა.

გასაღების ბაზარი ფართოვდება

საქართველოს ეკონომიკური მოდელი ორიენტირებულია ქართული წარმოების განვითარებაზე, პირველ რიგში, საექსპორტო წარმოებაზე, აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას ექსპორტის 11%-იან ზრდაზე საუბრისას.

ვესტმინსტერი - Sputnik საქართველო
საქართველო და დიდი ბრიტანეთი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს Brexit-ის შემდგომ შეინარჩუნებენ

მისი თქმით, საგარეო სავაჭრო ბრუნვის ბოლოდროინდელი დინამიკა და სტატისტიკა ადასტურებს, რომ ყველაფერი კეთდება ექსპორტის გასაზრდელად.

როგორც მან აღნიშნა, ამა წლის ცხრა თვის სტატისტიკა აჩვეებს, რომ ექსპრტი 11%-ით გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ საექსპორტო ბაზარს სწორი მიმართულებით ვავითარებთ. მინისტრის თქმით, ჩვენი საექსპორტო ბაზარი მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია.

საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთთან და ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან, ასევე ახორციელებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იაპონიასთან და აშშ-თან. უკვე დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0