ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება

© photo: Sputnik / Grigory Sisoev / გადასვლა მედიაბანკშიქართული ღვინოები
ქართული ღვინოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 473,2 ათასი ბოთლი ჭაჭა.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა – 2019 წლის იანვარ–სექტემბერში მსოფლიოს 50 ქვეყანაში დაახლოებით 65,2 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა, რაც 10%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ღვინის ფესტივალი გურჯაანში - Sputnik საქართველო
„თელავინო 2019“: კახეთში ტრადიციული ღვინის ფესტივალი იხსნება

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 164 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 16%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ყველაზე მეტი ქართული ღვინო გადის რუსეთში. ლიდერი ქვეყნების ხუთეულში არიან უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი და ყაზახეთი.

ცხრა თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი სხვადასხვა მოცულობით 289 კომპანიამ განახორციელა.

ღვინის გარდა, წლის დასაწყისიდან მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,5 მილიონი ბოთლი ბრენდი, რაც 44%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ბრენდის ექსპორტიდან შემოსავალმა 42,5 მლნ დოლარი (ზრდა 54%) შეადგინა.

მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია აგრეთვე 473,2 ათასი ბოთლი ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ კი 65% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტიდან შემოსავალმა 1,3 მლნ დოლარი (ზრდა 54%) შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0