საქართველო და დიდი ბრიტანეთი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს Brexit-ის შემდგომ შეინარჩუნებენ

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშივესტმინსტერი
ვესტმინსტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეთანხმება დროებით, პარლამენტების მიერ მის რატიფიკაციამდე, ამოქმედდება დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის დატოვების შემდეგ

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საქართველომ და დიდმა ბრიტანეთმა ლონდონში ხელი მოაწერეს „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა დომინიკ რააბმა. შეთანხმება დროებით ამოქმედდება გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირის დატოვების შემდეგ და ფორმალურად სრულად ამოქმედდება მას შემდეგ, რაც ორივე მხარე მოახდენს მის რატიფიკაციას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკური დესპანები საქმიანობას 2020 წლიდან შეუდგებიან

„ყველაფერი გავაკეთეთ ძალიან ოპერატიულად, რათა არ შექმნილიყო არანაირი სამართლებრივი სივრცე და სამართლებრივ სივრცეში ვაკუუმი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პროცესში, რადგანაც ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგ ბრიტანეთთან ურთიერთობის ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობას პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში, ხალხთა შორის ურთიერთობების კუთხით, არის სწორედ ის სტრატეგიული ჩარჩო შეთანხმება, რომელზეც ჩვენ დღეს ჩემს ბრიტანელ კოლეგასთან ერთად ხელი მოვაწერეთ“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, სტრატეგიული თანამშრომლობა დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობებს თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს.

„ჩვენ კვლავინდებურად გვექნება ბრიტანეთის მხარდაჭერა როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, ყველა საერთაშორისო დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორუმზე“, – აღნიშნა მინისტრმა.

Brexit-ის შემდგომ დოკუმენტი დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში ჩაანაცვლებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას.

გირვანქა სტერლინგი გაუფასურდა: ყველაზე ძლიერი დაცემა ბოლო სამ წელიწადში >>

დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.

ყველა ახალი ამბავი
0