საქართველოს ეკონომიკური დესპანები საქმიანობას 2020 წლიდან შეუდგებიან

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი სამი ეკონომიკური დესპანი ჩინეთში, ბელგიასა და აშშ-ში გაემგზავრება.

თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ უკვე შეარჩია სამი დიპლომატი, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური დესპანის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ. ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ნინუამ განაცხადა.

კომიტეტის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავამ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას მინისტრის მოადგილეს დაუსვა კითხვა, რატომ არ მოქმედებს დღემდე ეკონომიკური დიპლომატების ინსტიტუტი, თუ მისი შექმნა ასეთი საჭიროა.

ბათუმი - Sputnik საქართველო
საგარეო სავაჭრო ბრუნვა: რითი ვაჭრობს საქართველო

ნინუამ საპასუხოდ აღნიშნა, რომ საქართველოს ეყოლება ცხრა ეკონომიკური დესპანი, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ მხოლოდ სამი ადამიანია შერჩეული, ამ ეტაპზე ისინი საქმიანობას შეუდგებიან აშშ-ში, ბელგიასა და ჩინეთში, იუწყება პირველი არხი.

ამასთან, ნინუას გაუჭირდა დიპლომატების საქმიანობის დაწყების კონკრეტული თარიღის დასახელება, თუმცა, მისი მტკიცებით, 2020 წლის ბიუჯეტი ამ ინსტიტუტის ამოქმედების შესაძლებლობას იძლევა.

კომერციული ატაშე ხელს შეუწყობს საქართველოდან ექსპორტის გაზრდას, დაიცავს ქართველ ექსპორტიორთა უფლებებს, მოიზიდავს ინვესტიციებს და საქართველოს თანამედროვე ტექნოლოგიებით მოამარაგებს. დესპანი მეწარმეებს უცხოეთში წარმოქმნილი დაბრკოლებების გადალახვაში დაეხმარება.

ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება >>

ბოლო დროს საქართველომ ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის (EFTA ) ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონგ-კონგთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. გარდა ამისა, აქტიურად განიხილება მსგავსი შეთანხმებების დადების შესაძლებლობა იაპონიასთან და აშშ-თან. უკვე დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შესაძლო მოლაპარაკების დაწყებაზე Brexit-ის შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0