თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის ეროვნული ვალუტის გირვანქა სტერლინგის კურსი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა – ამ დროისათვის ერთი გირვანქა 1,1968 აშშ დოლარის ტოლია.
ექსპერტების თქმით, ეს ბრიტანული ვალუტის ყველაზე ძლიერი დაცემაა 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ, როდესაც გირვანქა სტერლინგის კურსმა 1,22 დოლარი შეადგინა.
ფინანსისტების თქმით, კურსის ამგვარი ცვლილება Brexit-ის გამო ინვესტორთა მზარდმა შეშფოთებამ გამოიწვია.
დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ქვეყნის პარლამენტმა რამდენჯერმე გადადო მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის ეს წინადადება ბრიუსელთან შეთანხმებით. ლონდონს ჯერ 12 აპრილამდე გაუხანგრძლივეს „ბრექსითის“ ვადა, შემდეგ კი 31 ოქტომბრამდე.
მხარეებმა სწორედ ოქტომბრის ბოლომდე უნდა შეიმუშაონ შეთანხმება, რომელიც ლონდონსაც დააკმაყოფილებს და ბრიუსელსაც.