კონსორციუმი: ფულის გათეთრების საქმე ანაკლიის პორტის მშენებლობას ხელს უშლის

© photo: Anaklia Port / FBანაკლიის პორტის მშენებლობა
ანაკლიის პორტის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დირექტორმა საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში კომპანიის წვლილს ხაზი გაუსვა

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. TBC Bank-ის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძისა და მისი პარტნიორის, ბადრი ჯაფარიძის მიერ ფულის შესაძლო გათეთრების შესახებ საქმის გამოძიება ხელს უშლის საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელებას, განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

„იაფფასიანი სპეკულაცია“ - პრემიერმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სკეპტიკოსებს უპასუხა >>

პორტი უნდა ააშენოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა", რომელიც დააარსეს ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა დეველოპერულმა კომპანია Conti International LLC-მა. დღეისთვის კონსორციუმში ასევე შედიან პორტის ოპერატორი SSA Marine (აშშ), British Wondernet Express (ცენტრალური აზია), G-Star Ltd (ბულგარეთი).

„ის მოვლენები, რაც ხდება ბატონი მამუკას და ბადრის გარშემო და პროკურატურის საქმე, ეს არის, რაც უშლის ხელს ჩვენს პროექტს და ჩვენ ყოველთვის ამას ვუსვამთ ხოლმე ხაზს, რომ ეს გვიშლის ჩვენ როგორც კონსორციუმს, რომელიც უკვე ოთხი წელია ჩართულია ამ პროექტში და ასევე დიდი წვლილი მიგვიძღვის ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ამ პროექტის აქამდე მოყვანაში“, - აცხადებს ახვლედიანი.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
ახალი სკანდალი TBC Bank-ის ირგვლივ: გახარიამ ბანკირის ბრალდებებს უპასუხა

პროკურატურამ 2008 წლის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციის შესწავლა დაიწყო. საქმე 17 მლნ დოლარის გათეთრებას ეხება. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილებმა, TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ ეროვნული ბანკის ზეწოლის შედეგად თანამდებობები დატოვეს. ამის შემდეგ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხელისუფლებას პროექტის შეჩერება ანდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ჩამოშორება სურს.

რა ვითარებაა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით: მინისტრმა პრობლემებზე ისაუბრა >>

ხელისუფლებამ ასეთ ვარაუდებს სპეკულაცია უწოდა. როგორც რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, პორტის მშენებლობის კუთხით არსებობს გარკვეული პრობლემები, რომლებიც ხაზარაძეს არ უკავშირდება. მისი თქმით, დღემდე არ არსებობს სრული საპროექტო დოკუმენტაცია და პორტის მშენებლობის პირველი ფაზის ფინანსური გარიგება არ დახურულა.

თიბისი ბანკი - Sputnik საქართველო
„პრობლემა აღმოიფხვრა“ - საქართველოს პრემიერმა TBC Bank-ის ირგვლივ ისაუბრა

გარიგება ივნისამდე უნდა დაიხუროს, თუმცა მთავრობას ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება, დასთანხმდეს თუ არა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ წამოყენებულ პირობებს. აღნიშნულმა ინსტიტუტებმა პორტის მშენებლობისთვის 400 მილიონიანი კრედიტის გამოყოფაზე თანხმობა განაცხადეს.

მთავრობას არ აკმაყოფილებს რამდენიმე მოთხოვნა, მათ შორის ტვირთებზე საფინანსო გარანტიების უზრუნველყოფა, სახელმწიფოს უფლებების შემცირება და სახელმწიფოს მიერ იმ რისკების დაზღვევის უზრუნველყოფა, რომელიც ბანკებს შეიძლება წარმოეშვას. სახელმწიფო მიიჩნევს, რომ რისკები საკუთარ თავზე კონსორციუმმა უნდა აიღოს.

გარიგებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი აპრილის დასაწყისში გაიმართება, რის შემდეგაც ხელისუფლება გადაწყვეტილებას მიიღებს.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აქციების გამოშვებას გეგმავს >>

ამასთან ერთად, ხელისუფლება აცხადებს, რომ სახელმწიფო ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხში დაინტერესებულია სწორედ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ თანამშრომლობით.

ყველა ახალი ამბავი
0