ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აქციების გამოშვებას გეგმავს

© Sputnik / Alexander Imedashviliბიზნეს-კონფერენცია ანაკლიის პროექტზე
ბიზნეს-კონფერენცია ანაკლიის პროექტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოში 2017 წლის დეკემბერში დაიწყო.

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ახორციელებს, აქციების გამოშვებას გეგმავს, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ კომპანიის პრეს-სამსახურში.

პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კონსორციუმმა აქციების გამოშვების საკითხზე უკვე მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს და პასუხს ელოდება.

ვინ ააშენებს ანაკლიისკენ მიმავალ გზებს: ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობს >>

 „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" დააარსეს ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა დეველოპერულმა კომპანია Conti International LLC-მა. დღეისთვის კონსორციუმში ასევე შედიან პორტის ოპერატორი SSA Marine (აშშ), British Wondernet Express (ცენტრალური აზია), G-Star Ltd (ბულგარეთი).

ანაკლია - Sputnik საქართველო
ანაკლიისკენ მიმავალი გზების მშენებლობის პროექტის შემუშავებაზე ტენდერი გამოცხადდა

პორტის ამოქმედება 2021 წლიდან იგეგმება. პორტის განვითარება ცხრა ფაზის მიხედვით განხორციელდება. პირველი ფაზა ითვალისწინებს, რომ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს. მოძიებულია მშენებლობის პირველი ფაზისთვის საჭირო სახსრები - 600 მილიონი დოლარი.

ეს არ ნიშნავს, რომ პორტში პირველივე წელს ტვირთების ეს რაოდენობა შევა, მაგრამ ეს იქნება დასაშვები მოცულობა, ამტკიცებენ პროექტის ავტორები. პირველ და მეორე ფაზას შორის წყვეტა 3–4 წელი იქნება, შემდგომი ნაბიჯების გეგმა კი პირველი ფაზის დროს შემუშავდება.

პირველი და მეორე ფაზის გასვლის შემდეგ ანაკლიის პორტი შეძლებს 14 მილიონ ტონამდე ტვირთის მიღებას. პროექტის ავტორების გათვლით, ეს, სავარაუდოდ, 2030 წლისთვის იქნება შესაძლებელი. თუმცა, ცხრავე ფაზის დასრულებას 50 წელზე მეტი დასჭირდება და ამ დროისთვის, კონსორციუმის პროგნოზით, იგი ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას შეძლებს.

პრობლემები, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს უკავშირდება >>

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0