10:24 19 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2888
  • 100 RUB4.6555
  • USD2.9736
ანაკლიის პორტის მშენებლობა

პრობლემები, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს უკავშირდება

© photo: Anaklia Port / FB
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
ანაკლია – მომავლის ქალაქი (34)
151 0 0

სახელმწიფო არ გეგმავდა პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობას, მაგრამ ინვესტორებმა  დახმარების თხოვნით მიმართეს

თბილისი,  23 თებერვალი  — Sputnik.  ანაკლიის პორტის მშენებლობის ინვესტორების მოთხოვნაა ქართულმა მხარემ დადებული შეთანხმების პირობები გადახედოს, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. მას ახორციელებს კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააარსეს ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა დეველოპერულმა კომპანია Conti International LLC-მა. დღეისთვის კონსორციუმში ასევე შედის   SSA Marine (აშშ) , British Wondernet Express–ის (ცენტრალური აზია), G-Star Ltd. (ბულგარეთი) პორტის ოპერატორი.

როგორი იყო შეთანხმების პირველადი ვარინატი

ცქიტიშვილის სიტყვებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ გახდა ინტერესთა გამოხატვის ტენდერში გამარჯვებული და გარკვეული პირობებით მასთან გაფორმდა საინვესტიციო შეთანხმეაბ.

 „როდესავ კონსორციუმთან შეთანხმება გაფორმდა, პირველ რიგში, სახელმწიფოს გადაწყვეტილება იყო, რომ პორტი სახელმწიფოს კუთვნილება არ უნდა იყოს, იგი უნდა ააშენოს და მისი მფლობელი უნდა იყოს კერძო სუბიექტი და ინტერესთა გამოხატვაზე ტენდერში იყო პირობები , რომ გამარჯვებულ კომპანიას უნდა ჰქონოდა გამოცდილება და ჰყოლოდა პარტნიორები, რომლებიც პორტების ოპერირებით იყვნენ დაკავებული“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი სიტყვებით, ეს პორტის წარმატებული მუშაობის მთავარ პირობას წარმოადგენს, რამდენადაც მას სჭირდება არა მარტო აშენება, არამედ მან საქართველოს გეოგრაფიული პოტენციალის გამოყენებით უნდა მოიზიდოს ტვირთები იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მანამდე ქართული პორტებით არ სარგებლობდნენ.

გერმანიის და ნიდერლანდების განვითარების ბანკები ანაკლიის პორტში ინვესტიციებს ჩადებენ>>>

„მეორე პირობა იყო, რომ  სახელმწიფო, გარდა მიწის გადაცემის, გზისა და რკინიგზის მშენებლობისა, არ ყოფილიყო ფინანსურად ჩართული. სახელმწიფო არ გეგმავდა ამ პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობის მიღებას“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეთანხმებაში რა ცვლილების შეტანას ითხოვენ ინვესტორები

თუმცა, მინისტრის სიტყვებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება ითხოვა და სახელმწიფომაც არ დააყოვნა – „საპარტნიორო ფონდმა“ კონსორციუმს 100 მლნ დოლარის ოდენობით კრედიტი მისცა. 

 „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გათვლით, პორტის მშენებლობისთვის 600 მლნ დოლარზე მეტია საჭირო, აქედან 100 მლნ–ს სახელმწიფო ჩადებს, შესაბამისად, მათ თავად უნდა ჩადონ 120 მლნ ინვესტიცია, როგორც საკუთარი კაპიტალი და მოიზიდონ კრედიტი 400 მილიონის ოდენობით“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, დაფინანსების მოზიდვა უნდა მომხდარიყო 2018 წლის პირველი იანვრისთვის, მაგრან 2017 წლის ბოლოს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, ვადა 2019 წლის 1 იანვრამდე გადაწია.

 „2019 წლის პირველი იანვრიდან კონსორციუმს სრულად უნდა მოეზიდა თავისი კაპიტალი, 400 მილიონის სესხი და ამასთან, მითითებულ ვადაში უნდა დაწყებულიყო მშენებლობა, ასევე სახელმწიფოსთვის წარმოედგინა მთლიანი საპროექტო დოკუმენტაცია და გამოავლინა კომპანია, რომელიც პორტს ააშენებდა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ კონსორციუმმა საინვესტიციო შეთანხმებაში ბევრი რამ შეცვალა.

 „მინდა აღვნიშნო, რომ მოხდა ბევრი ცვლილება შეთანხმებაში, მათ შორის, პორტის ოპერატორის ნაწილში. დღეს ოპერატორის ნაწილში კონსორციუმის მიერ შემოთავაზებული მოდელი არ შეესაბამება იმას, რაც საინვესტიციო შეთანხმებაშია მითითებული, ასევე ჩვენ არ გვაქვს სრული საპროექტო დოკუმენტაცია და ამ ნაწილშიც მოსალოდნელია ცვლილებები“, – განაცხადა ცქირტიშვილმა.

გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეისთვის კონსორციუმი და საერთაშორისო ინსტიტუტები სახელმწიფოს სთხოვენ ტვირთების მოზიდვის გარანტი გახდეს.

 „საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა შეისწავლეს პროექტი და 2018 წლის ბოლოს კოსორციუმმა წარმოადგინა პროექტის ცვლილების პირობები, რომელთა გატარებასაც ისინი მოითხოვენ. მთავარი ცვლილება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მთავრობას სთხოვენ  ტვირთების მოზიდვის გარანტიას, ანუ მთავრობის მხრიდან კრედიტების უზრუნველყოფას“, – განაცხადა მინისტრმა. 

მისი განმარტებით, თავიდან ეს პირობები გათვალისწინებული არ იყო ინტერესთა გამოხატვის ტენდერის დროს და არც საინვესტიციო შეთანხმებაში. მიუხედავად ამისა, სწორედ ხელისუფლებაა ჩართული ამ პროცესში და კონსორციუმთან ამ პროცესის დაჩქარებისა და დადებითი შედეგების  მიღწევას ცდილობს.

ცქიტიშვილის სიტყვებით, მთავრობის წარმომადგენლები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რათა შეთანხმების ცვლილების საკითხი განეხილათ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გზის მშენებლობის საკითხზეც მუშაობს.

 „გასულ წელს ტენდერები ჩაიშალა, რამდენადაც საჭირო იყო არამარტო საავტომობილო, არამედ სარკინიგზო გზის მშენებლობა და ჩვენ ჩვენი ტექნიკური კონსულტანტებითა და საერთაშორისო ექსპერტებით გადავამუშავეთ ტენდერის პირობები კონკურსის ფორმატზე, რაც ჩვენ მისი გამართვის შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ანაკლიის პორტთან ახლოს ახალ ქარხანას ააშენებენ>>>

ადრე TBC Holding–ის ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ პორტის მშენებლობისთვის თანხების გამოყოფის შესახებ ფინანსური გარიგების დასრულება 2019 წლის მაის–ივნისში იგეგმება. ამასთან, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ პროექტის თაობაზე ყველა სამუშაო გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.

თბერვლის დასაწყისში გერმანულმა ბანკმა DEG და ნიდერლანდების განვითარების ბანკმა FMO–მ პორტის მშენებლობაში ინვესტიციების ჩადების გადაწყვეტილება მიიღეს.  კონსორციუმის მონაცემებით, მშენებლობის პირველი ფაზისთვის აუცილებელი 600 მლნ დოლარი უკვე მოძიებულია.

ანაკლიის პორტი – როგორი იქნება იგი

პორტის მშენებლობის დაწყება 2021 წლისთვის იგეგმება. პორტის განვითარება ცხრა ფაზის მიხედვით განხორციელდება. 

მშენებლობის პირველ ეტაპზე, სამი-ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილია აშენდეს პორტი სატვირთო გემებისთვის, კონტენეირების ტერმინალი, ჯებირი და ეზო ინტერმოდალური სარკინიგზო გადაზიდვებისთვის — პირველ ეტაპზე პორტი 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს. მეორე ფაზის ამოწურვის შემდეგ, 2030 წლისთვის კი პორტის გამტარუნარიანობა 14 მლნ ტონა ტვირთზე მეტი იქნება.
კონსორციუმის მონაცემებით, ყველა, ცხრა ფაზის ამოწურვის შემდეგ პორტი შეძლებს 100 მლნ-ზე მეტი ტონა ტვირთის მიღებას. ყველა ეტაპის განხორციელებისთვის 50 წელზე მეტი იქნება საჭირო.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მლრდ დოლარია.

თემები:
ანაკლია – მომავლის ქალაქი (34)

მთავარი თემები