ანაკლიის პორტის პროექტი შეიძლება გადაიხედოს

© Sputnik / Levan Avlabreliანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი მთავრობა ჩატარებული კვლევების მონაცემების შესწავლას და აუცილებლობის შემთხვევაში მათ გადახედვას გეგმავს

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik.  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი შეიძლება გადაიხედოს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში.

საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. მას ახორციელებს კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც ქართულმა კომპანია TBC Holding–მა და  ამერიკულმა დეველოპერულმა კომპანია Conti International LLC-მა დააარსეს,  რომელიც ახორციელებს პროექტებს ინფრასტრუქტურისა და კაპიტალური მშენებლობის სფეროებში. პორტის გენერალური გეგმა საერთაშორისო კომპანია Maritime & Transport Business Solutions–თან (MTBS) ერთად შემუშავდა.

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშოები აგვისტოში დაიწყება>>>

„ანაკლიის პროექტზე ბევრი ლაპარაკი იყო. ეს არის მთლიანობაში საქართველოს ლოჯისტიკური ჰაბის სტრატეგიის საკითხი. არ შეიძლება, ანაკლიის პორტი ცალკე იყოს. ჩვენთვის, როგორც მთავრობისთვის, მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნის სარგებელი. ანაკლიის პროექტი არის აბსოლუტურად განსახილველი პრიორიტეტი. აქ არის საუბარი ამ საკითხის კომპლექსურად შესწავლაზე და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ ამას კომპლექსურად“, – განაცხადა ქობულიამ.

ქობულიამ ასეთი ვითარება ტვირთბრუნვის საკითხის ცვლილებით ახსნა.

 „ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ავწიოთ ის კვლევები, რომელიც გაკეთებული იყო, შეიძლება განვაახლოთ  და კიდევ ერთხელ შევხედოთ ამას ახალი თვალით“, – აღნიშნა ქობულიამ.

ამასთან, მინისტრობის კანდიდატმა განმარტა, რომ მას კითხვაზე, თუ როგორ იქცეს საქართველო ჰაბად და როგორ მოხდეს მისი როგორც კორიდორად გამოყენება,  კონკრეტული პასუხი არ აქვს. 

საფეხმავლო ხიდი ანაკლიაში - Sputnik საქართველო
ანაკლიის პორტი „შუა დერეფნის“ ასოცირებული წევრი გახდა

კომპანია TBC Holding–ის ხელმძღვანელი  მამუკა ხაზარაძისა და ყოფილი ექს–პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კავშირი და ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული პრეტენზიები ქართულმა მედიამ კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად დაასახელა. დადიოდა ხმები, რომ  შეიძლება კვირიკაშვილი TBC Holding–ში დასაქმდეს, თუმცა, ხაზარაძემ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი: საქართველო — მომავლის კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის>>>

ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით პრეტენზიები რომ არსებობს, მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ აითვისა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა და ასევე მიუთითა, რომ ბანკებს, მათ შორის „თიბისი“  ბანკს, არაპროპორციული და არაპროფილური აქტივები აქვთ და ისინი კანონს არღვევენ.

ამასთან, უკვე აგვისტოში უნდა დაიწყოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის საინჟინრო საზღვაო სამუშაოები. ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. ამ ეტაპზე პრაქტიკულად დასრულებულია პირველი ფაზის სამუშაოები: აშენდა 2,5 კილომეტრი სიგრძის სამელიორაციო არხი, წყალსაქაჩი,   110 ჰექტარზე დასრულდა ნაყოფიერი ფენის მოხსნა, სამშენებლო არეალი გაიწმინდა ნარჩენებისგან და ნაგებობებისგან, ზღვის ფსკერისგან ამოღებული იქნა 550 ნაპირსამაგრი კონსტრუქციები.


ყველა ახალი ამბავი
0