ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი: საქართველო - მომავლის კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის

© Sputnik / Levan Avlabreliსაფეხმავლო ხიდი ანაკლიაში
საფეხმავლო ხიდი ანაკლიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პორტი ოთხი წლის შემდეგ პირველ გემს მიიღებს.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დღეს, მიმდინარე წლის 24  დეკემბერს დაიწყება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ხელისუფლების ყველაზე მასშტაბური პროექტია. მშენებლობის პირველ ფაზაზე 586 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. მარტის დასაწყისში კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" პორტის განვითარების გენერალური გეგმა წარმოადგინა, რომელიც 50 წელზეა გათვლილი.

პორტი ოთხი წლის შემდეგ პირველ გემს მიიღებს.

ანაკლიის პორტი - Sputnik საქართველო
რას ნიშნავს ანაკლიის პორტი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალისთვის

კომპანია „ანაკლია სითის" აღამასრულებელი დირექტორის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, პორტი, რომელიც დიდი გემების მიღებას შეძლებს, ერთ-ერთი საწინდარია იმისა, რომ საქართველო გახდეს კარიბჭე ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის.

„დიდი გემების შემთხვევაში გადაზიდვა უფრო სწრაფი და იაფია. დერეფნის გამოყენებით უკვე დაინტერესდნენ მსხვილი კომპანიები, რაც ჩვენს ქვეყანაში დიდ პოტენციალს აჩენს. ჩვენი ამოცანაა, პორტში მივიღოთ 10 000 TEU-ს მოცულობის გემები, ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ კარიბჭე ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის. ასევე, ევროპასა და სამხრეთის ქვეყნებს შორის“, — განმარტავს ბოჭორიშვილი.

კომპანია „ანაკლია სითის“  თანადამფუძნებლები „თიბისი ჰოლდინგი“ და „კონტი ჯგუფი“ არიან. იმავე კომპანიებმა დააფუძნეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიაში ღრმაწყლოვან პორტის მშენებლობისა და განვითარების პროექტს ახორციელებენ.

მშენებლობის პირველ ეტაპზე დაგეგმილია, რომ აშენდეს პორტი სატვირთო გემებისთვის, კონტენეირების ტერმინალი, ჯებირი და ეზო ინტერმოდალური სარკინიგზო გადაზიდვებისთვის. პირველი ეტაპის მშენებლობის დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 16,8 მლნ ტონა იქნება.

ანაკლია - Sputnik საქართველო
ამერიკული კომპანია ანაკლიის პორტის ოპერატორი გახდება

მშენებლობა 52 წელი გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 76,5 მლნ ტონა იქნება.

აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ამერიკული კომპანია SSA Marine ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი ხდება.

ამერიკული კომპანია SSA Marine მთელი მსოფლიოს 250–ზე მეტ სტრატეგიულ ტერმინალზე ოპერირებს და წლიურად 27,2 მილიონ კონტეინერს ემსახურება. კომპანიის საქმიანობა ორიენტირებულია სარკინიგზო და საზღვაო სატერმინალო ოპერაციებზე. კომპანია ერთ-ერთ ამოცანად ასახელებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას პორტებში გემების სწრაფი მომსახურებისთვის.

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პარალელურად აშენდება პორტის ქალაქი–თანამგზავრი.


ყველა ახალი ამბავი
0