საქართველოს ეროვნული ბანკი დაბალი ინფლაციის პროგნოზს აკეთებს

© photo: NBGეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლარის გაცვლითი კურსის ცვლილება ინფლაციის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია, თუმცა არა ერთადერთი, აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა „2019-2021 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები“, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ წარადგინა.

დოკუმენტში მითითებულია სამწლიანი პერიოდისთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ბერკეტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი ინფლაციის მიზნობრივი მაჩენებლის მისაღწევად იყენებს.

სუპერმარკეტი - Sputnik საქართველო
გაიზრდება თუ არა საახალწლოდ ფასები პროდუქტებზე

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, ინფლაციის თარგეთირების პირობებში, ინფლაციის ოპტიმალური მიზნობრივი მაჩვენებლის განსაზღვრა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.

„საქართველოს ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე, 2018 წლიდან მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-მდე შემცირდა და შემდგომი წლების განმავლობაში საშუალოვადიანი პერიოდის მიზნობრივი მაჩვენებელი 3% იქნება“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ვინაიდან ხდება მუდმივად შოკები, ინფლაციაც თითქმის ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან.

ეროვნულმა ბანკმა უცვლელად დატოვა რეფინანსირების განაკვეთი – 7% >>

„სხვადასხვა დროს მან შესაძლოა გადააჭარბოს, ან მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ იყოს, თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის მიზნობრივი მაჩვენებლისაკენ იმოძრავებს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის უფროსმა ასევე ისაუბრა ინფლაციისა და ლარის გაცვლითი კურსის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ.

შოთის პური თონეში ცხვება - Sputnik საქართველო
საქართველოში პური გაძვირდა

„გაცვლითი კურსის ცვლილება ინფლაციის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია, თუმცა ის არც ერთადერთ და, არც ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს არ წარმოადგენს. მაშინ როდესაც წლების წინ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან გაცილებით დაბალი იყო, ინფლაციის მაჩვენებელი ორნიშნა ნიშნულსაც აღწევდა“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მისი განცხადებით, ინფლაცია უფრო მეტად დამოკიდებულია ერთობლივ მოთხოვნაზე და, რა თქმა უნდა, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებზე.

„დღეს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო და ინსტრუმენტები საკმარისად განვითარებული აქვს, რათა ინფლაცია მომავალშიც დაბალ ნიშნულზე შეინარჩუნოს“, – აღნიშნა მან.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მორიგი ტრანში დაუმტკიცა >>

„საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წლის ნოემბერში ინფლაციის წლიურმა დონემ საქართველოში 1,9% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0