საქართველოში პური გაძვირდა

© photo: Sputnik / Rukhyan / გადასვლა მედიაბანკშიშოთის პური თონეში ცხვება
შოთის პური თონეში ცხვება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მცხოვრებლებს ორშაბათის დილით მაღაზიებში პური 5-10-15 თეთრით გაძვირებული დახვდათ. „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი შეეცადა იმის გარკვევას, თუ რამ გამოიწვია ძირითად საკვებ პროდუქტზე ფასის მომატება.

პურის შესაძლო გაძვირების შესახებ რამდენიმე წლის განმავლობაში საუბრობდნენ. ხელისუფლება ბოლო დრომდე გვპირდებოდა, რომ ამას არ დაუშვებდა.

ფასების გაძვირება შეეხო ყველა სახის პურ-ფუნთუშეულს, მათ შორის თონის პურს.

სუპერმარკეტი - Sputnik საქართველო
გაიზრდება თუ არა საახალწლოდ ფასები პროდუქტებზე

პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია „იფქლი“ აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიო ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს.

„ბოლო რამდენიმე თვეში ბევრ ქვეყანაში ხორბლის ფასმა მოიმატა. ცვლილებები შეეხო ქართველ მწარმოებლებსაც. დღეისათვის ხორბლის ფქვილის ერთი ტომრის ფასი 47-დან 50 ლარამდე მერყეობს, მაშინ, როდესაც აგვისტოში ეს მაჩვენებელი 33-დან 35 ლარამდე შეადგენდა“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„იფქლი“ რამდენიმე თვის განმავლობაში პურის ფასს უცვლელად ტოვებდა ფქვილის არსებული მარაგების, ასევე კომპანიის რესურსების ხარჯზე. თუმცა ხორბალსა და ფქვილზე ფასების ზრდის ტენდენციამ აიძულა კომპანია პურზე საბაზრო ფასის ფორმირების პოლიტიკისთვის გადაეხედა.

რა პირობებში აცხობენ პურს საქართველოში>>

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაძვირდა ასევე „იმპორტირებული საშუალებებიც, რომლებიც პურპროდუქტების წარმოებისთვის არის საჭირო“. მაგალითად, ბოლო სამ წელიწადში გაორმაგდა შესაფუთი საშუალებების ღირებულება, გაძვირდა პურის გამოსაცხობად საჭირო სპეციალური დანადგარები და მათი სათადარიგო ნაწილები. ამას დაემატა საწვავისა და პროდუქციის დისტრიბუციის ფასების გაძვირება.

„ყველა ეს ფაქტორი, ასევე ენერგომატარებლების, განსაკუთრებით კი ბუნებრივი აირის ტარიფების ზრდა, პურის ფასზე ზეგავლენას ახდენს“, – აღნიშნეს კომპანიაში.

მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ ქვეყნის ფქვილის ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

„ძალიან გაიზარდა ფქვილის ღირებულება, აქედან გამომდინარეობს პურის ფასების მომატებაც. ფქვილის კრიტიკული ფასი 44 ლარს შეადგენდა, დღეისათვის კი ღირებულება 47 ლარამდე გაიზარდა“, – განუცხადა დოლიძემ „Sputnik-საქართველოს“.

მარცვლეულის მოსავლის აღება - Sputnik საქართველო
საქართველოში მარცვლეულის იმპორტზე შეზღუდვები ამოქმედდა

მთავრობა პურის ფასის მომატების მიზეზად არაჯანსაღ კონკურენციას ასახელებს. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შესაბამის ორგანოებს ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობის უმოკლეს ვადებში გარკვევა დაავალა.

„მინდა შევეხო დღევანდელ ინფორმაციას, რომ მოხდება პურის ფასის მკვეთრი ზრდა. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენ შეიძლება საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან. მინდა შესაბამის ორგანოებს მივმართო, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში – რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ვერავის მივცემთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„Sputnik-საქართველო“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით პურის მცხობლები.

„რა თქმა უნდა, ყველა ცუდად შეხვდა ამ სიახლეს. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო, არ ველოდი ფასების მომატებას, განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ. ფქვილი გაძვირდა, ბუნებრივი აირი, ამიტომ ამას პურის გაძვირება მოჰყვა. იყვნენ დღეს უკმაყოფილო მომხმარებლები, რომლებიც ამ სიახლემ ძალიან გააკვირვა“, – გვიამბო ერთ-ერთი საცხობის თანამშრომელმა.

ყველა ახალი ამბავი
0