საქართველოში მარცვლეულის იმპორტზე შეზღუდვები ამოქმედდა

© photo: Sputnik / Alexandr Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიმარცვლეულის მოსავლის აღება
მარცვლეულის მოსავლის აღება - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმპორტიორების თვალსაზრისით, ფინანსთა სამინისტროს ინიციატივამ პურზე ფასის მომატება შეიძლება გამოიწვიოს

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 15 სექტემბრიდან ამოქმედდება აკრძალვა ავტოტრანსპორტით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის იმპორტ-ექსპორტზე, ნათქვამია ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის ბრძანებაში, რომელიც „საკანონმდელო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბრძანებაში ნათქვამია, რომ ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი შემოტანა/გატანა შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, რაც შეეხება ავტოტრანსპორტს, გადაზიდვის ასეთი სახეობა დაიშვება ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის თანხმობით.

ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
მსოფლიოში ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება

მინისტრის თქმით, აკრძალვის შემოღების მიზეზი საავტომობილო საცობებია ქართულ-რუსულ საზღვარზე.

„სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში იყო დიდი რიგები, ვერ ახერხებდნენ ტურისტები შემოსვლას და ასეულობით მანქანა ბრუნდებოდა უკან. ეს პრობლემა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო „ლარსის“ გამშვებ პუნქტზე“, — განაცხადა მაჭავარიანმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

მისი თქმით, მარცვლეულის შემოსატანად არსებობს საკმაოდ ცივილიზებული და ეფექტური გზა — საზღვაო ტრანსპორტის და რკინიგზის გამოყენება. 

„არანაირ დისონანს ეკონომიკაში არ შეიტანს და არანაირ გაძვირებას არ გამოიწვევს,“ — განაცხადა მაჭავარიანმა.

მშიერ-მწყურვალი: ტრაილერების მძღოლები თავის რიგს ლარსთან მესამე დღეა ელოდებიან >>

ამასთან, Rustavi2-ის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის ამჟამინდელ ბრძანებას წინ უსწრებდა კიდევ ერთი ბრძანება, რომელიც ავტოტრანსპორტით ხორბლის გარდა სიმინდის გადაზიდვას კრძალავდა, თუმცა ერთი დღის შემდეგ ეს პროდუქცია აკრძალული საქონლის სიიდან ამოიღეს.

„სიმინდიც იყო შეტანილი. ეს უკვე ცოტა ჩემთვის გაუგებარია, ერთ დღეს ერთი ბრძანება იწერება და რაღაც დროის შემდეგ მეორე ბრძანება იწერება…ვითხოვთ განმარტებებს ფინანსთა მინისტრისგან, რატომ და რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება“, — განაცხადა ტელეკომპანიის ეთერში ხორბლის იმპორტიორმა გიორგი ჯოჯიშვილმა.

ლავაში - Sputnik საქართველო
გაიზრდება თუ არა პურის ფასი

ბიზნესმენები ამ რეგულაციის წინააღმდეგ გამოდიან, რადგან მიიჩნევენ, რომ ახალი რეგულაციები პურზე ფასებს გაზრდის, ხოლო ამ სფეროში დასაქმებული ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩება.

„ძალიან დიდი განსხვავებაა ღირებულებაში, მოდი ასე ვთქვათ, ღირებულებაში სატრანსპორტო ხარჯებს ვგულისხმობ გემის და რკინიგზით შემოტანას შორის და ავტოტრანსპორტით შემოტანას შორის… ფაქტიურად დღეს ჯდება საშუალოდ 40 დოლარი 1 ტონა ტვირთის შემოტანა, ტრანსპორტის ხარჯებს ვიძახი მარტო, ხოლო გემი და რკინიგზა თუ ჩაერთო, ამ მომენტში 1 ტონის მინიმუმ 30 დოლარით გაძვირებას გამოიწვევს“, — აღნიშნა ჯოჯიშვილმა.

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან 1,3 მილიონი დოლარის ხორბალია გატანილი. რაც შეეხება იმპორტს, ამავე პერიოდში საქართველოში 62,4 მილიონი დოლარის ხორბალი შემოიტანეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0