მსოფლიოში ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დადებულ და ხელმოწერისთვის მზადების პროცესში მყოფ ხელშეკრულებებში ექსპორტის პოტენციალის ზრდას ხედავს

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი საქართველოდან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 29,4%-ით გაიზარდა და 2,2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

წლის დასაწყისიდან იმპორტი საქართველოში 7,9%-ით გაიზარდა და დაახლოებით 6,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, აღნიშნულია „საქსტატის" მასალებში.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში, 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 12,7%-ით გაიზარდა და დაახლოებით 8,6 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).

სატვირთო კონტეინერები - Sputnik საქართველო
წლის დასაწყისიდან საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი 28%-ით გაიზარდა

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის ათ თვეში დაახლოებით 4,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთელი საგარეო ბრუნვის 48,6%-ს შეადგენს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში უფრო ადრე აღნიშნეს, რომ ქვეყნიდან საქონლის ექსპორტის ზრდა, რომელსაც ხელს უწყობს როგორც შიდა, ისე გარე დადებითი ფაქტორები, 2016 წლის სექტემბრიდან ფიქსირდება.

ეკონომიკის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ მიმდინარე და წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, დადებითად აისახება მითითებულ ბაზრებზე ქართული საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაზე.

საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის — EFTA და დსთ-ის ქვეყნებთან. უახლოეს პერიოდში დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე ჰონგ-კონგთან.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ სექტემბერში 5% შეადგინა

გარდა ამისა, საქართველომ და ინდოეთმა 2017 წლის აპრილში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის კვლევის დაწყების მიზანშეწონილობის თაობაზე. ასევე მიმდინარეობს წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან შესაძლო მოლაპარაკებების თაობაზე Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესახებ.

„ის, რომ ექსპორტი საქართველოდან იზრდება, ცხადია და ამას თავისი გარკვეული მიზეზები აქვს. უპირველესად ის, რომ საქართველოს ტრადიციული დარგები, რომლებსაც საექსპორტო პოტენციალი გააჩნია, პირველ რიგში, ღვინო, თანდათან აფართოებს იმ ქვეყნების სიას, რომლებშიც მისი ექსპორტი ხდება", — განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში სოსო სიმონიშვილმა.

მისი თქმით, ღვინომ პოპულარობა მოიპოვა სხვადასხვა ბაზარზე, მათ შორის ჩინეთის დიდ ბაზარზე. ექსპორტი ჩინეთში დამაჯერებელი ტემპებით იზრდება.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, თუმცა დიდი გარღვევა არ იქნება, რადგან ქვეყნის საბანკო სისტემა ამას ყველანაირად ეწინააღმდეგება.

 

ყველა ახალი ამბავი
0