საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მორიგი ტრანში დაუმტკიცა

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისაერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სსფ-ის ექსპერტების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერია, თუმცა ეკონომიკის ზრდის პროგნოზის გაუარესების რისკები მაღალია.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება საქართველოს ეკონომიკის უფრო მაღალი ზრდის მიღწევის საშუალებას წარმოადგენს, ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეს-რელიზში, რომელიც სსფ-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის შედეგების მიხედვით მომზადდა.

სხდომაზე სსფ-ის დირექტორებმა დაამტკიცეს პროგრამის მეორე მიმოხილვა საქართველოზე და მიიღეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის 41,6 მილიონი აშშ დოლარის ტრანშის გამოყოფის შესახებ, რომელიც რიგით მეოთხე იქნება.

„საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმირების პროგრამა, რომელიც გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით არის გამყარებული, დაუბრკოლებლად სრულდება, რაც გონიერი მაკროსაფინანსო პოლიტიკისა და რეფორმების რეალიზაციის შედეგს წარმოადგენს“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.

სსფ-ის შეფასებით, პროგრამის რეალიზება 2018 წლის ივნისის ბოლომდე დამაკმაყოფილებელი იყო. პროგრამის ყველა კრიტერიუმი შესრულდა, ზოგიერთი – მნიშვნელოვანი გადაჭარბებით. შესრულდა ყველა სტრუქტურული საკონტროლო მაჩვენებელი ერთის გარდა, ხოლო გამოტოვებული მაჩვენებელი ორკვირიანი დაგვიანებით დასრულდა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპებმა იკლო >>

„საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერია, თუმცა ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტივაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები გაზრდილია. ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ არის შენარჩუნებული და ქვეყნის საგარეო პოზიცია ძლიერდება. გარდა ამისა, მაღალმა შემოსავლებმა და ინვესტიციების შემცირებამ 2018 წლის სექტემბრამდე ბიუჯეტის პროფიციტი განაპირობა“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაკრედიტების ტემპების მაღალი ზრდის ფონზე ხელისუფლებამ აამოქმედა რეგულაცია მოსახლეობის ჭარბვალიანობის შეზღუდვის მიზნით. საბანკო სექტორის კაპიტალიზაცია მაღალია, სექტორი ლიკვიდური და მომგებიანია, თუმცა დოლარიცაზია კვლავ მაღალია.

თბილისი - Sputnik საქართველო
ყურადღებით! ანუ როცა არ გვისესხია და მაინც ვისტუმრებთ...

„პოზიტიური შედეგების მიუხედავად, ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს საგარეო პერსპექტივების გაუარესებას და განაგრძოს რეფორმების განხორციელება ინკლუზიური ზრდის წახალისების მიზნით”, – აღნიშნულია პრეს-რელიზში.

2019 წლისთვის ბიუჯეტის შეთანხმებული დეფიციტი სათანადოდ არის გათვლილი ნეიტრალურ საგადასახადო-საბიუჯეტო პოზიციაზე და ამავდროულად ხელს უწყობს კაპიტალური და სოციალური ხარჯების ზრდას.

სამომავლო პრიორიტეტებს შორის სავალუტო ფონდმა დაასახელა კორპორაციების გაკოტრების შესახებ კანონის მიღება და განათლების ყოვლისმომცველი რეფორმის გატარება.

პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მთავარი მტერი დაასახელა >>

საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერაზე ორიენტირებული ახალი სამწლიანი პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. შეთანხმება გულისხმობს საქართველოსთვის დაახლოებით 297,5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, საიდანაც 166,3 მილიონ დოლარზე მეტი საქართველომ უკვე მიიღო.

დარჩენილ თანხას საქართველო სამი ნახევარწლიანი მიმოხილვის წარმატებული დასრულების პირობით წლინახევრის განმავლობაში მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0