საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი ჩქარდება

© photo: Geosteel LLC / FBჯართის გადამამუშავებელი ქარხანა „ჯეოსტილი"
ჯართის გადამამუშავებელი ქარხანა „ჯეოსტილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ძირითადი მიზეზებია ექსპორტის, ტურიზმის შემოსავლებისა და უცხოეთიდან ფულადი გადმორიცხვების ზრდა

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2018 წლის სექტემბერში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,6% შეადგინა, აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალებში.

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 4% შეადგინა, ხოლო ცხრა თვეში - 4,9%.

პრემიერი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერმა ქართული ეკონომიკის „აქილევსის ქუსლი" დაასახელა

ზრდა სექტემბერში დაფიქსირდა გადამამუშავებელ მრეწველობაში, ფინანსურ საქმიანობაში, ვაჭრობაში, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპეარციებში, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების სფეროებში.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ძირითადი მიზეზებია ექსპორტის, ტურიზმიდან შემოსავლებისა და უცხოეთიდან ფულადი გადმორიცხვების ზრდა.

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ თვის მაჩვენებელს, რომელსაც გასული წლის შესაბამის თვესთან ადარებენ, განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს.

„ეს პროცენტი გასული წელთან შედარებით ძირითადი პროცენტი არაა, სინამდვილეში არც არაფერს ამტკიცებს და არც არაფერს აჩვენებს. წლიური პროცენტი დაახლოებით ვიცით - ეს დაახლოებით 5%-ია, ეს კი 14-მილიარდიანი ეკონომიკისთვის ცოტა ზრდაა. ეს მშვენიერია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ან გერმანიის ეკონომიკისთვის, მაგრამ არა საქართველოსთვის", - განუცხადა გიორხელიძემ „Sputnik-საქართველოს".

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველომ ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მაღალი შეფასება მიიღო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ, რომელმაც საქართველოში ვიზიტი ორშაბათს დაასრულა, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,5%-იდან 5%-მდე შეამცირა.

„მიუხედავად ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გადმორიცხვების მნიშვნელოვანი ზრდისა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, როგორც მოსალოდნელია, 2018-2019 წლებში, ნავთობზე უფრო მაღალი ფასების ხარჯზე, რამდენადმე გაიზრდება", - ნათქვამია პრეს-რელიზში ვიზიტის შედეგების მიხედვით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ, მიუხედავად ეკონომიკის ზრდის ტემპერბის შემცირებისა, მოკლევადიან პერსპექტივაში ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება, რასაც ხელს შეუწყობს ხელისუფლების მიერ გატარებული სტრუქტურული რეფორმები.

 

ყველა ახალი ამბავი
0