საქართველომ ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მაღალი შეფასება მიიღო

გამოწერა
Yandex newsTelegram
საქართველომ  ყველაზე კარგი მაჩვენებლები  თავისუფალი ვაჭრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის და საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობის კუთხით დააფიქსირა

თბილისი,  6 ოქტომბერი  – Sputnik.  აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ  (USAID) შეისწავლა  იმ ქვეყნების მონაცემები, რომელთაც ფინანსურ დახმარებას უწევს და საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით მაღალი შეფასება მისცა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ. 

ავტომაგისტრალი - Sputnik საქართველო
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 255 მილიონ ევროს გამოუყოფს

 „გზამკვლევი, რომელშიც სექტორების მიხედვით ფასდება ქვეყნის პროგრესი, რომელიც თვითუზრუნველყოფის პროცესშია (Journey to Self-Reliance) მიღწეული, ხაზს უსვამს რეგიონში საქართველოს წამყვან როლს ლიბერალური დემოკრატიის, ღია, პასუხისმგებლიანი მმართველობის და მთავრობის ეფექტიანობის, ბიზნესის გარემოს, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით“, – აღნიშნა კონსტანტინიდიმ.

USID–ის გზამკვლევის თანახმად, მეზობელი ქვეყნები არ არიან ერთეულები, რომელთაც საქართველომ გაუსწრო.

„რიგ კომპონენტებში – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ეფექტურობა, საგადასახადო ადმინისტრირება და თავისუფალი ვაჭრობა, საქართველოს უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ბალკანეთის რეგიონს“, – აღნიშნა კონსტანტინიდიმ.

მეტნაკლებად მაღალი შეფასება საქართველომ მიიღო ისეთი მაჩვენებლების მიხედვით, როგორიცაა ვაჭრობის თავისუფლება, საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობა, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის  ეფექტურობა, საბავშვო ჯანდაცვა ასევე ექსპორტის დივერსიფიკაცია.


ყველა ახალი ამბავი
0