ლარს არაფრის ეშინია ანუ რა ემართება ქართულ ვალუტას

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ეროვნული ვალუტა - ლარი
ქართული ეროვნული ვალუტა - ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ეროვნული ვალუტის ვარდნას ხსნის ბიზნესმენების გადაჭარბებული სიფრთხილით, რომელიც რეგიონში არსებული ვითარებით არის გამოწვეული

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. დოლარის მიმართ საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის კურსის დაცემის ახალმა ტალღამ მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია, მაგრამ ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ტურიზმი საქართველოში: ქვეყანაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა ისევ იზრდება >>

აგვისტოს დასაწყისიდან ლარის ოფიციალური კურსი 2,5 ნიშნულზე ქვემოდ არ ჩამოსულა. თუ 10 აგვისტოს მონაცემებს დღევანდელ კურსს შევადარებთ, ქართული ვალუტა 7,8%-ით გაუფასურდა. ამასთან 1 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრამდე მაჩვენებელი 2%-ით გაუარესდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6855 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსთან მოსახლეობის შეშფოთება საფუძველს მოკლებული არ არის - კურსის ვარდნა ფასებზე აისახება. და თუმცა 2017 წლიდან უძრავი ქონებასთან და კრედიტებთან დაკავშირებული ყველა გადასახადი ლარში ხორციელდება, ამას შვება თითქმის არავისთვის მოუტანია.

კოჭლი ლარი
ლარს არაფრის ეშინია ანუ რა ემართება ქართულ ვალუტას - Sputnik საქართველო
კოჭლი ლარი

„დაქორწინებული ვარ და პატარა ბავშვი მყავს. მშობლებთან ერთად ვცხოვრობთ. რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც ყველა ახალგაზრდა ოჯახი, საკუთარ ბინაზე ვფიქრობდით. გასული წლის დეკემბერში ბინა იპოთეკით ავიღეთ. რადგან ის ჯერ მშენებლობის პროცესშია, კომპანიამ იპოთეკაზე გადასვლამდე ყოველთვიური შენატანების შეტანა შეგვთავაზა, მერე იპოთეკის გადასახადი ნაკლები რომ იყოს. იდეა კარგია, ყოველ თვე ვიხდით ეროვნულ ვალუტაში, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ თანხა შეტანის მომენტში დოლარის კურსზეა დამოკიდებული. დროდადრო ლარი უფასურდება და ყოველთვიური შენატანი გვიძვირდება“, - უამბო „Sputnik-საქართველოს“ თბილისელმა ოთარ მჭედლიშვილმა.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
ვინ მიიღებს მილიარდებს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან

ამასთან, ეროვნული ბანკი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დამაიმედებელ განცხადებებს აკეთებენ.

„ფუნდამენტური საფუძვლები იმისა, რომ ლარის კურსის მყარი ვარდნა იყოს, არ არის მოსალოდნელი“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, მურთაზ კიკორიამ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ ლარის კურსის დაცემა ნეგატიური მოლოდინებით არის გამოწვეული.

„ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი გაუმჯობესდა და ლარის გაუფასურება ბაზარზე მოლოდინებით არის გამოწვეული.

მოსახლეობა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამაც დააიმედა.

„ჩვენ ვალუტას დღესდღეობით ფუნდამენტალურად არანაირი პრობლემა არ აქვს იმისთვის, რომ გაუფასურდეს. დღეს რომ მოძრაობს 2,66–2,69, ასეთ მოძრაობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი გადახრები არის მინიმალური გადახრები და ეს გადახრები არაფერზე მეტყველებს. გადახრები ჩანს, როდესაც ვალუტა 20–30% გაიაფდება. ჩვენ გვქონდა, როგორც მახსოვს, 15% გაიაფება, რაც დაკავშირებული იყო რეგიონში მძიმე კრიზისთან“, - განაცხადა ქობულიამ.

რა შემთხვევაში შეიძლება გაძვირდეს პური >>

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ბოლომდე ლარის კურსი დოლარის მიმართ თითქმის 18%-ით დაეცა.

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
რატომ იზრდება ბენზინის ფასი საქართველოში

„რატომ ხდება ეს? იმიტომ კი არა, რომ ლარს აქვს პრობლემა, არამედ იმიტომ, რომ ბევრი ინვესტორი, რომელსაც ხელში ლარი უჭირავს და გარშემო რეგიონს უყურებს, მაგალითად, ხედავს, თურქეთში თურქული ლირა გაუფასურდა, ეს არის ჩვეულებრივი ადამიანი, ზის ოფისში და ემართება პანიკა – რადგანაც თურქეთში გაუფასურდა, სხვაგან გაუფასურდა, რუსეთში გაუფასურდა ე.ი. შესაძლოა აქაც გაუფასურდეს და მოლოდინის საფუძველი ყიდის ლარს“, – განაცხადა ქობულიამ.

საპარლამენტო ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის ვარდნა მთავრობის ცუდი მუშაობის შედეგია.

„სანამ ქვეყანას მართავს „ქართული ოცნება“, ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა შეუძლებელია. ხელისუფლების შეცვლა - ესაა ლარის გამყარების და ფასების შემცირების გასაღები“, - განაცხადა დეპუტატმა პარტიიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისკენ“ ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დეპუტატი ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რომან გოცირიძე ასევე ხედავს პრობლემებს მთავრობის მუშაობაში.

 „ლარის კურსის დაცემა - ეროვნული ბანკის და მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგია“, - განაცხადა მან.

1995 წლის ოქტომბრიდან ლარი საქართველოში გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება გახდა. ეროვნულმა ბანკმა 1995 წლის 25 ოქტომბრისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,3 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 1998 წლიდან ლარის კურსმა ნელ-ნელა დაცემა დაიწყო. წლების განმავლობაში ლარის კურსი 1,6 – 2,2 ნიშნულზე მერყეობდა.

საქართველო დუბაიში გამართულ უძრავი ქონების საინვესტიციო გამოფენაში მონაწილეობს >>

ლარის სწრაფი გაუფასურება 2014 წლის ნოემბერში დაიწყო. ქართულმა ვალუტამ ფსიქოლოგიური ნიშნული 2,5 ლარი 2016 წლის 25 ნოემბერს გადალახა. მას შემდეგ, რაც 2016 წლის დეკემბერში აშშ დოლარის მიმართ მორიგი რეკორდი — 2,8 ლარი დამყარდა, ლარის კურსმა დასტაბილურება დაიწყო.

 

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0