საქართველო დუბაიში გამართულ უძრავი ქონების საინვესტიციო გამოფენაში მონაწილეობს

© photo: Sputnik / Vladimir Viatkin / გადასვლა მედიაბანკშიდუბაი
დუბაი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უძრავი ქონების საინვესტიციო გამოფენა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო დუბაიში უძრავი ქონების საინვესტიციო გამოფენაში  (Cityscape Global 2018) მიიღებს მონაწილეობას,  იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

საინვესტიციო გამოფენაში, რომელიც 2–4 ოქტომბერს გაიმართება, საქართველო საპატიო ქვეყნის სტატუსით იღებს მონაწილეობას.

თბილისში ტურიზმის სფეროში ინოვაციების მსოფლიო ფორუმი გაიმართება>>>

გამოფენაზე  საქართველოს განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე აქვს გამოყოფილი,  სადაც   წარმოდგენილი იქნება  საქართველოს საინფორმაციო სტენდი და  თითოეულ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია იმ პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორების შესახებ, რასაც საქართველო სთავაზობს უცხოელ ინვესტორებს. 

იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა - Sputnik საქართველო
საქართველო საიმედო პარტნიორია - იტალიის პრეზიდენტი ბიზნეს-ფორუმზე

დღეს გამოფენის ფარგლებში გამართულ ფორუმზე, სააგენტო  „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა  ქვეყნის საინვეტიციო გარემოს, უძრავი ქონებისა და სასტუმრო-მომსახურების სექტორების შესახებ პრეზენტაცია გამართა.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ხიდურელმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ  სტაბილურ ეკონომიკურ გარემოზე, მნიშვნელოვნად გამარტივებულ ადმინისტრაციულ პროცედურებზე, ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობასა და  განვითარებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე.

უძრავი ქონების საინვესტიციო გამოფენა (Cityscape Global 2018) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელზეც თავს იყრიან უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიები, ორგანიზაციები, ინვესტორები, ექსპერტები და ა.შ. ღონისძიების ფარგლებში, გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ  გაეცნონ მონაწილე ქვეყნების საინვესტიციო კლიმატს, შესაძლებლობებსა და პროექტებს.

ყველა ახალი ამბავი
0