საქართველო საიმედო პარტნიორია - იტალიის პრეზიდენტი ბიზნეს-ფორუმზე

© FB / Mamuka Bakhtadzeიტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა
იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალია საქართველოს მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორია ევროპისკენ ინტეგრაციის გზაზე, მიაჩნია პრემიერს

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველომ თავი წარმოაჩინა, როგორც ევროკავშირის საიმედო პარტნიორმა, განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ თბილისში ქართულ-იტალიურ ბიზნეს-ფორუმზე გამოსვლისას.

მატარელა თბილისში პირველი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ორშაბათს ჩამოვიდა. მან უკვე გამართა მოლაპარაკებები ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილთან, შემდეგ კი ქართული და იტალიური დელეგაციების წევრებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის დაწყებისა და გაღრმავების შესახებ რვა დოკუმენტს მოაწერეს ხელი. მატარელა აგრეთვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს.

მიგრანტები სამაშველო ხომალდზე - Sputnik საქართველო
იტალიამ სამაშველო ხომალდებს ლტოლვილების დახმარება აუკრძალა

„საქართველოს ინსტიტუციების ხელმძღვანელებთან შეხვედრებმა დამარწმუნა თქვენი ქვეყნის დიდ პოტენციალში, რომლის მმართველ კლასს მტკიცედ აქვს დასახული ეკონომიკის მოდერნიზაციის და შემდგომი განვითარების, დემოკრატიის განმტკიცების, ინკლუზიური და მდგრადი ზრდისთვის აუცილებელი რეფორმების გატარება“, — განაცხადა მატარელამ.

მისი თქმით, საქართველომ თავი წარმოაჩინა, როგორც ევროკავშირის საიმედო და სტაბილურმა პარტნიორმა. მიღწეულმა შედეგებმა საქართველოს მოუტანა ყველაზე დიდი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ნდობა.

„მათი თვალსაჩინო წარმომადგენლები აქ იმყოფებიან, რომლებიც მხარს უჭერენ თქვენს ქვეყანას განვითარების ამბიციური გეგმების განხორციელებაში. ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ საქართველოს ამ წარმატებას“, – ციტირებს სერჯო მატარელას პირველი არხი.

ქართველი მზარეული იტალიაში, რომელსაც „ფლამენკოს და რუმბას მამას“ ეძახიან >>

თუ მატარელას თქმით, საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორია, ბახტაძისათვის, რომელმაც მასთან ერთად ბიზნეს-ფორუმს ეწვია, იტალია — საქართველოს საიმედო პარტნიორია.

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები სულ უფრო ინტენსიური ხდება. ამას მოწმობს მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა და სხვადასხვა სფეროში მიღწეული შედეგები. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე იტალია საიმედო პარტნიორია და ეს არ ეხება მხოლოდ ბოლო წლების ურთიერთობას. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, იტალია იდგა ჩვენს გვერდით და კიდევ ერთხელ მსურს, იტალიელ ხალხს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბიზნეს-ფორუმზე გამოსვლისას, ბახტაძემ აღნიშნა ქვეყნებს შორის არსებული საქონელბრუნვა.

რუსკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო
ქართველი გოგონას საოცარი ისტორია, რომელიც იტალიაში წარმატებულ მწერლად აღიარეს

„2017 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს უმსხვილეს პარტნიორებს შორის იტალიას მეათე ადგილი უკავია. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 109 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ეს ნიშნავს, რომ წელს გვექნება საუკეთესო სავაჭრო ბრუნვა იტალიასთან. აღნიშნული ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძის თქმით, საქართველოდან იტალიაში ექსპორტზე გადის თხილი, ტექსტილის ნაწარმი, მინერალური სასუქები, ღვინო, ფეროშენადნობები და სხვა პროდუქცია.

„საქართველოში მიმდინარე რეფორმების, ჯანსაღი ბიზნეს გარემოსა და ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შედეგია, რომ წლების განმავლობაში, იტალიელი ბიზნესმენები ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების განხორციელების ინტერესს ინარჩუნებენ. მხოლოდ წელიწადნახევრის განმავლობაში უკვე საქართველოსა და იტალიას შორის მესამე ბიზნეს ფორუმი იმართება, რაც კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის სავაჭრო პოტენციალი ძალიან მაღალია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა. 1994 წელს იტალიაში საქართველოს საელჩო გაიხსნა, ხოლო ექვსი წლის შემდეგ რომმა თბილისში თავისი წარმომადგენლობა გახსნა.

იტალიაში საქართველოს ელჩი 2013 წლიდან დღემდე კარლო სიხარულიძეა, ხოლო იტალიის დიპლომატიურ მისიას საქართველოში 2015 წლიდან ანტონიო ენრიკო ბარტოლი ხელმძღვანელობს.

იტალია ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც რუსეთისთვის სანქციების მოხსნას მოითხოვს >>

ქვეყნებს შორის დადებულია 18 შეთანხმება, რაც მოიცავს თანამშრომლობას თავდაცვის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, კულტურის, განათლების და სხვა სფეროებში.

განსაკუთრებით მჭიდროდ ქვეყნები ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობენ. 2004 წლიდან პერიოდულად იმართება ქართულ-იტალიური ბიზნეს-ფორუმები. 

2006 წელს თბილისში დაფუძნდა „დანტე ალიგიერის საზოგადოება“, რომლის მიზანს საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია წარმოადგენს, ხოლო 2010 წელს რომში ვილა ბორგეზეს პარკში შოთა რუსთაველის ძეგლი გაიხსნა.


ყველა ახალი ამბავი
0