ტურიზმი საქართველოში: ქვეყანაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა ისევ იზრდება

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსაინფორმაციო ცენტრი ტურისტებისთვის
საინფორმაციო ცენტრი ტურისტებისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცხოელებმა საქართველოს საზღვარი 6,8 მილიონჯერ გადმოკვეთეს, აქედან ტურისტული მიზნებით საზღვარი 3,8 მილიონჯერ გადმოიკვეთა.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოს დაახლოებით 6,8 მილიონი უცხოელი ვიზიტორი ეწვია, რაც 11,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის Facebook–გვერდზე.

ცხრა თვის განმავლობაში ტურისტული მიზნებით საქართველოს საზღვარი 3,8 მილიონჯერ გადმოიკვეთა – ზრდამ 17,7% შეადგინა.

საქართველო მეორე ადგილზეა ევროპაში სწრაფად განვითარებად მიმართულებებს შორის>>>

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ ასევე წარმოადგინა რვა თვის განმავლობაში უცხოური ტურიზმიზმიდან შემოსავლის მოცულობა, რომელმაც 2,2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 

ენგურჰესის კაშხალი - Sputnik საქართველო
ტურისტული ზონა ენგურჰესზე – მსოფლიო დონის პროექტი დასრულებულია

ამასთან, მშპ-ში ტურიზმის წილი პირველ და მეორე კვარტალში 7,1%-ს (+17,6%) შეადგენს.

ტურიზმის ადმინისტრაციის პროგნოზის თანახმად, საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 8,5 მილიონს მიაღწევს, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი კი 3 მილიარდ აშშ დოლარს.

საქართველოში ტურიზმის ზრდას პროგნოზირებს საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart. კომპანიის ექსპერტების აზრით, 2022 წელს ქვეყანა გასულ წელს ნავარაუდევი 7,6 მილიონის ნაცვლად, 8,8 მილიონ ტურისტს მიიღებს. თუ პროგნოზი გამართლდა, მაშინ საქართველო უნგრეთსა და ბულგარეთს გაუსწრებს.

Galt&Taggart-ის პროგნოზის ცვლილება განპირობებულია იმით, რომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეცვალა მეთოდოლოგია, რომელიც ახლა მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის სტანდარტებს მიახლოებულია.

 

ყველა ახალი ამბავი
0