საქართველო მეორე ადგილზეა ევროპაში სწრაფად განვითარებად მიმართულებებს შორის

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ერთ-ერთ ქუჩაში
თბილისის ერთ-ერთ ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მსოფლიოსთვის სიგნალი უწოდა იმას, რომ ქვეყანა ტურისტულ რეიტინგებში წამყვან პოზიციებს იკავებს.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა ათ ქვეყანას შორის, რომლებიც ტურიზმის თვალსაზრისით სწრაფად ვითარდებიან ევროპაში. ამაზე მეტყველებს გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (UNWTO) 2017 წლის ანგარიში.

რეიტინგის ლიდერია სან-მარინო, სადაც ტურიზმის ზრდა 31,1%-ს შეადგენს. საქართველოში ეს მაჩვენებელია 27,9%, ხოლო ისრაელში, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა – 24,6%.

ათეულში ასევე შევიდნენ თურქეთი, ისლანდია, მაკედონია, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა და სომხეთი.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით წამყვანი პოზიცია დაიკავა, აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც წარმატებული და ტურისტულად მზარდი ქვეყანა, მსოფლიოს არაერთ საერთაშორისო ანგარიშში მოხვდა. ეს ფაქტი შთამბეჭდავი მხოლოდ საქართველოს მასშტაბით არ არის, არამედ მოწინავე ადგილზე ყოფნა მნიშვნელოვანი სიგნალია მთელი მსოფლიოსთვის", – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

2016 წლის ანგარიშში საქართველოს მეოთხე ადგილი ეკავა.

 

ყველა ახალი ამბავი
0