01:24 03 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4778
  • 100 RUB4.0593
  • USD3.1813
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)
276 0 0

მთავრობა 2018 წელს შეიმუშავებს სოფლის განვითარების ერთიან პოლიტიკას, რომელიც სოფლად ცხოვრების დონის გაზრდას ითვალისწინებს.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარემოს დაცვის სამინისტროსთან გაერთიანდა, 2018 წელს სოფლის მეურნეობა სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

საქართველოს მთავრობა 2018 წელს გააგრძელებს აქტიურ აგროპოლიტიკას, რომლის მიზანია აგროსექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მაღალი ხარისხის აგროპროდუქციის წარმოების ზრდა, სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სოფლის განვითარება, ნათქვამია კანონში „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ".

სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი სტრატეგიული მიმართულება იქნება კოოპერატივების განვითარება და ახალ წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ღონისძიებებს ამ მიმართულებით.

ყურადღება გამახვილდება სასოფლო-სამეურნეო მიწების ფონდის რაციონალურ მართვასა და მათი მიზნობრივი გამოყენების ხელშეწყობაზე. ამისთვის 2018 წელს იგეგმება ფერმერების რეესტრისა და მიწათსარგებლობის გეოსაინფორმაციო სისტემის შექმნა.

წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ასევე დეგრადირებული ნიადაგებისა და მათი აღდგენისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების შესწავლას.

გარდა ამისა, სახელმწიფო იზრუნებს სოფლებზე და შექმნის სოფლის განვითარების ერთიან პოლიტიკას, რომელიც სოფლებში ცხოვრების დონის ამაღლებას ითვალისწინებს.

ასევე, სახელმწიფო 2018 წელს აპირებს სამუშაოების ჩატარებას მოსავლის შენარჩუნებისა და სოფლის პროდუქციის შენახვის სექტორის განვითარების, დაფასოების, შეფუთვის, გადამუშავებისა და რეალიზაციისთვის აუცილებელი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით.

ფერმერების ცხოვრების შემსუბუქების მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროკრედიტებისა და აგროდაზღვევის სისტემის გაუმჯობესებას აპირებს.

2018 წელს ასევე განვითარდება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა სოფლის მეურნეობის სფეროში და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების ცოდნის დონე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ასევე პროდუქტების უვნებლობასა და მათ შესაბამისობას საერთაშორისო ნორმებთან. ამისთვის იგეგმება სასუქების გამოყენებასა და მათ ხარისხზე კონტროლის დაწესება.

ამას გარდა, 2018 წელს სახელმწიფო შეებრძოლება აზიურ ფაროსანასაც. ამისთვის გარკვეულ ადგილებში დამონტაჟდება ხაფანგები ფერომონებით, რაც მავნებლების პოპულაციის შემცირებას შეუწყობს ხელს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)

მთავარი თემები