ქართული სოფლის მომავალი: როგორ შეიცვლება რეგიონების ცხოვრება 2020 წლისთვის

© photo: courtesy of Elizabeth Joudroსვანეთი - შემოდგომა. ძროხები სოფელ წვირმის საძოვრებზე
სვანეთი - შემოდგომა. ძროხები სოფელ წვირმის საძოვრებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირმა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით 180 მილიონი ევრო გამოუყო

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაუმჯობესება სოფლად და სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაური სასოფლო-სამეურნეო კონფერენციას დაესწრო, რომელიც საგამოფენო ცენტრ EXPO Georgia-ში გაიმართა და რომელზეც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პირველი ოთხწლიანი ფაზის შედეგები შეაჯამეს და მესამე ფაზის დაწყება აღნიშნეს, რომელიც 2017-2020 წლებზეა გათვლილი.

მზადება საგაზაფხულო სამუშაოებისათვის - Sputnik საქართველო
ევროკავშირმა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის 50 მილიონი ევრო გამოუყო

„განსაკუთრებით აღსანიშნავია სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების კუთხით ევროკავშირის დახმარება, რასაც ჩვენ აღვიქვამთ როგორც ნდობას ჩვენი პარტნიორების მხრიდან… ჩვენ ეტაპობრივად ვასრულებთ ყველა ნაკისრ ვალდებულებას და ამ პროცესში ევროკავშირი ჩვენი აქტიური მხარდამჭერია. ჩვენი მთავრობის მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნესზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებას“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, პროგრამის მესამე ფაზაზე გამოყოფილია 77,5 მილიონი ევრო, ჯამში კი, სამივე ფაზის ღირებულება 180 მილიონი ევროს შეადგენს.  

ბიუჯეტი, რომელიც პროგრამის მესამე ფაზის განხორციელებაზეა გათვლილი, მოხმარდება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. განსაკუთრებული ადგილი ასევე გარემოს დაცვის საკითხებს დაეთმობა.

„ეს ეხმიანება ჩვენს ახალ სტრუქტურულ ცვლილებებს, რომლითაც გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა ერთი სტრუქტურული ორგანიზმი იქნება“, — აღნიშნა პრემიერმა.

კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ENPARD-ი 2013 წლიდან საქართველოს აქტიური მხარდამჭერია და სწორედ მისი ხელშეწყობითა და დაფინანსებით გახდა შესაძლებელი სოფლის მეურნეობის ინსტიტუტების ეფექტიანობის გაზრდა და აღნიშნული სექტორის რეფორმირება. სოფლად სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობა, დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მთავრობის მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგენს.

დეპუტატები - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა კომპაქტური ხდება

„რამდენიმე კონკრეტულ მაგალითზე მინდა გავაკეთო აქცენტი: ევროკავშირის პირდაპირი დაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა 280-ზე მეტმა კოოპერატივმა მიიღო. ათასზე მეტმა კოოპერატივმა მიიღო გრანტი. 2015 წელს ევროკავშირმა დაიწყო და წარმატებით განხორციელდა სოფლის განვითარების საპილოტე პროექტები ლაგოდეხში, ბორჯომსა და ყაზბეგში. სოფლის განვითარების 120-ზე მეტი ინიციატივა დაფინანსდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, სოციალური სერვისები, ინფრასტრუქტურა და გარემოს დაცვა. ამ ინიციატივების ფარგლებში დასაქმდა 700-ზე მეტი ოჯახი და 8 ათასზე მეტმა სოფლად მცხოვრებმა გაიუმჯობესა საცხოვრებელი პირობები“, — განაცხადა პრემიერმა.

სოფლის განვითარების სტრსტეგია შემუშავდა საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით.

ამ მომენტისათვის საქართველოში ENPARD-ის პირველი ფაზა დასრულდა. პროგრამის მეორე ფაზა 2016-2019 წლებზეა გათვლილი. მისი მიზანია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, აგრარული სფეროს რეფორმები და სერვისების გაუმჯობესება. პროგრამის ბიუჯეტი — 50 მილიონი ევრო, საბიუჯეტო, საგრანტო და ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს.


ყველა ახალი ამბავი
0