საქართველოს მთავრობა კომპაქტური ხდება

გამოწერა
ცვლილებების თანახმად, 16 სამინისტროსა და ორი სახელმწიფო მინისტრის ნაცვლად, საქართველოში 13 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრი იქნება.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik.  საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტის პაკეტი, რომელიც ქვეყნის მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს ითვალისწინებს.

ძირითადი ცვლილებები, რომელიც სამინისტროების რაოდენობის შემცირებას ეხება, შევიდა კანონში  „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“. 

ცვლილებებს 150–დან 86–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ცვლილებების თანახმად, 16 სამინისტროსა და ორი სახელმწიფო მინისტრის ნაცვლად, საქართველოში 13 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრი იქნება.

აღნიშნულ ცვლილებებს ხელი უკვე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უნდა მოაწეროს.

ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცემა. ასევე ეკონომიკის სამინისტროში  შევა ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო. გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს ნაწილობრივ გადაეცემა გარემოს დაცისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციები ბუნებრივი რესურსების მართვის კუთხით. 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
საპატრულო ეკიპაჟები და მანდატურის სამსახური - ორი უწყება სკოლების უსაფრთხოებისთვის

გარემოს დაცვის სამინისტროს დანარჩენი ფუნქციები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილებები ახალ უწყებას – გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს გადაეცემა.

ახალი სამინისტროს ფუნქციებში იქნება დაცული ტერიტორიების, ნარჩენების მართვა და ბუნების ძეგლების შექმნა და დაცვა.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფუნქციების გაყოფას.. ახალგაზრდობის საქმეებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაკავდება. რაც შეეხება სპორტის მიმართულებასა და მთლიანად სტრუქტურას, იგი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფუნქციებში გადავა, ცვლილების თანახმად, სამინისტროს სახელწოდებაც იცვლება – კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

გარდა ამისა, საქართველოში უქმდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.  ამ უწყების ფუნქციები საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. 

© Sputnik / Maria Tsimintiaროგორ შეიცვალა საქართველოს მთავრობა
როგორ შეიცვალა საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
როგორ შეიცვალა საქართველოს მთავრობა

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0