სოფლის მეურნეობის მთავარი პრიორიტეტები: რა ელოდებათ გლეხებს

© Ministry of Agriculture of Georgiaმიწის სამუშაოები
მიწის სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობა 2018 წელს შეიმუშავებს სოფლის განვითარების ერთიან პოლიტიკას, რომელიც სოფლად ცხოვრების დონის გაზრდას ითვალისწინებს.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარემოს დაცვის სამინისტროსთან გაერთიანდა, 2018 წელს სოფლის მეურნეობა სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

საქართველოს მთავრობა 2018 წელს გააგრძელებს აქტიურ აგროპოლიტიკას, რომლის მიზანია აგროსექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მაღალი ხარისხის აგროპროდუქციის წარმოების ზრდა, სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სოფლის განვითარება, ნათქვამია კანონში „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ".

კერძო საკუთრება - Sputnik საქართველო
დანია საქართველოში ახალ აგროპროგრამას დააფინანსებს

სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი სტრატეგიული მიმართულება იქნება კოოპერატივების განვითარება და ახალ წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ღონისძიებებს ამ მიმართულებით.

ყურადღება გამახვილდება სასოფლო-სამეურნეო მიწების ფონდის რაციონალურ მართვასა და მათი მიზნობრივი გამოყენების ხელშეწყობაზე. ამისთვის 2018 წელს იგეგმება ფერმერების რეესტრისა და მიწათსარგებლობის გეოსაინფორმაციო სისტემის შექმნა.

წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ასევე დეგრადირებული ნიადაგებისა და მათი აღდგენისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების შესწავლას.

გარდა ამისა, სახელმწიფო იზრუნებს სოფლებზე და შექმნის სოფლის განვითარების ერთიან პოლიტიკას, რომელიც სოფლებში ცხოვრების დონის ამაღლებას ითვალისწინებს.

ასევე, სახელმწიფო 2018 წელს აპირებს სამუშაოების ჩატარებას მოსავლის შენარჩუნებისა და სოფლის პროდუქციის შენახვის სექტორის განვითარების, დაფასოების, შეფუთვის, გადამუშავებისა და რეალიზაციისთვის აუცილებელი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით.

სვანეთი - შემოდგომა. ძროხები სოფელ წვირმის საძოვრებზე - Sputnik საქართველო
ქართული სოფლის მომავალი: როგორ შეიცვლება რეგიონების ცხოვრება 2020 წლისთვის

ფერმერების ცხოვრების შემსუბუქების მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროკრედიტებისა და აგროდაზღვევის სისტემის გაუმჯობესებას აპირებს.

2018 წელს ასევე განვითარდება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა სოფლის მეურნეობის სფეროში და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების ცოდნის დონე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ასევე პროდუქტების უვნებლობასა და მათ შესაბამისობას საერთაშორისო ნორმებთან. ამისთვის იგეგმება სასუქების გამოყენებასა და მათ ხარისხზე კონტროლის დაწესება.

ამას გარდა, 2018 წელს სახელმწიფო შეებრძოლება აზიურ ფაროსანასაც. ამისთვის გარკვეულ ადგილებში დამონტაჟდება ხაფანგები ფერომონებით, რაც მავნებლების პოპულაციის შემცირებას შეუწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0