ჩინელი ინვესტორი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 75%-იან წილს მიიღებს

© FB / MINISTRY OF ECONOMY AND SUSTAINABLE DEVELOPMENT OF GEORGIAქართულ-ჩინური ბიზნეს-ფორუმი ჩინეთში
ქართულ-ჩინური ბიზნეს-ფორუმი ჩინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ახალ ინვესტორს -ჩინურ კომპანიას მიიღებს

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. CEFC China Energy Company Limited-ს „ფოთის თავისუფალ ინდუსტრიული ზონის" 75%-იან წილს გადასცემენ — ჩინეთში ქართულ-ჩინური ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჩინეთის ქალაქ სიემენში ორშაბათს გაიხსნა უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენა China International Fair for Investment & Trade (CIFIT), სადაც საქართველო მოწვეული ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი და განსაკუთრებულ საგამოფენო სივრცეს იკავებს.

„შეთანხმება ითვალისწინებს კომპანია CEFC-ის მიერ ფოთის ინდუსტრიული ზონის მართვას, ფოთის ინდუსტრიული ზონის 75 %-ის გასხვისებას, რომელიც დღეს სახელმწიფოს ეკუთვნის", — განაცხადა გახარიამ ხელმოწერის ცერემონიის დასასრულ.

© FB / ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროშეთანხმების ხელმოწერა ქართულ-ჩინურ ბიზნეს-ფორუმზე
Подписание соглашения на грузино-китайском бизнес-форуме - Sputnik საქართველო
შეთანხმების ხელმოწერა ქართულ-ჩინურ ბიზნეს-ფორუმზე

მისი თქმით, ფოთის ინდუსტრიული ზონა არის ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აქტივი და მისი აქტიური ამუშავება ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.

„ჩვენი აზრით, ასეთი მსხვილი ჩინური კომპანიის გამოჩენა ჩვენს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმატების მომტანი იქნება. ვფიქრობთ, რომ ამ კომპანიას შესწევს უნარი, ძალა და ცოდნა იმისთვის, რომ მსგავსი რთული და მსხვილი პროექტები მართოს. უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ ამ პროექტის განხორციელებაზე", — განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბიზნეს-ფორუმზე, რომელზშიც 200-მდე ქართულ-ჩინური კერძო კომპანია მონაწილეობდა, საქართველოს დელეგაციამ ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი წარადგინა.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ფორუმები ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას უწყობს ხელს.

პეკინის საქმიანი ცენტრი - Sputnik საქართველო
ქართული კომპანიები ჩინეთში სავაჭრო გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას

ისტორია და ფაქტები

CEFC China Energy — ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია, შედის ავტორიტრეტული Fortune Global-ის ლისტინგში, რომელიც მსოფლიოს 500 უმსხვილეს კორპორაციას აერთიანებს.

სავაჭრო-საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და კორპორაცია CEFC China Energy Company Limited-მა 2016 წლის სექტემბერში გააფორმეს.

მხარეები თანამშრომლობაზე შემდეგ სფეროებში შეთანხმდნენ: ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, უძრავი ქონება, საბანკო-საფინანსო სექტორი და კომუნიკაციები.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის აქტიური ვაჭრობა მიმდინარეობს. ჩინეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ოთხეულში შედის. მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 412,2 მილიონი დოლარი შეადგინა — საერთო სავაჭრო ბრუნვის 8,5%. წლის პირველი ნახევრის განმავლობაში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 18,2%-ით გაიზარდა.

ჩინეთში სპილენძის მადანი და კონცენტრატი, სპილენძის მეორადი ნედლეული და ალკოჰოლი გადის.

ჩინური რესტორანი თბილისში „კუნგ-ფუ“ ბრიუს ლის პორტრეტით აბრაზე - Sputnik საქართველო
საქართველო და ჩინეთი ბიზნეს-კონტაქტებს აღრმავებენ

ამ დროს, ჩინეთი მეორე ადგილზეა რუსეთის შემდეგ იმპორტირებული ქართული ღვინის რაოდენობის მიხედვით. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთში 51%-ით გაიზარდა და 5,1 მილიონი ბოთლი ღვინო შეადგინა.

საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკის მინიტრებმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დოკუმენტს ხელი 2017 წლის მაისში მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, ჩინეთში შეტანილი ქართული პროდუქციის დაახლოებით 94% საბაჟო გადასახადისგან თავისუფლდება. აღნიშნული დოკუმენტი საბოლოო მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მოახდენს მის რატიფიკაციას.

ქვევრი - Sputnik საქართველო
აღიარება: საქართველო - ღვინის სამშობლოა

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

რეგიონში პირველი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც დააარსა RAK Investment Authority-მ (Rakia), სრულფასოვანი ფუნქციონირება 2011 წლიდან დაიწყო და ბიზნეს-სექტორების და ინვესტორების სხვადასხვა სეგმენტს მოიცავს.

2016 წლის ოქტომბერში მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო იბრუნებს ქონებას და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გაყიდვაზე მოლაპარაკებებს უკვე ახალ ინვესტორთან ახორციელებდა. მისი თქმით, არაბული კომპანია Rakia, რომელთანაც მთავრობას ძალიან კარგი ურთიერთობები გააჩნია, საქართველოში რჩება.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა თავისუფალი ეკონომიკური ზონის სახეა, რომელშიც დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავატები მოქმედებს. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიძლება შეიქმნას ფართობზე არაუმეტეს 10 ჰექტარისა. მის შესაქმნელად ტარდება შესაბამისი ტენდერი, რომლის შედეგების მიხედვით მისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი ინვესტორს იჯარით მინიმუმ 49 წლის ვადით გადაეცემა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების იურისდიქცია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე არ ვრცედლება.

ყველა ახალი ამბავი
0