საქართველო და ჩინეთი ბიზნეს-კონტაქტებს აღრმავებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliჩინური რესტორანი თბილისში „კუნგ-ფუ“ ბრიუს ლის პორტრეტით აბრაზე
ჩინური რესტორანი თბილისში „კუნგ-ფუ“ ბრიუს ლის პორტრეტით აბრაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ განსუს პროვინციის კომიტეტთან ხელშეკრულება გააფორმა.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და განსუს პროვინციის ხელისუფლება თანამშრომლობის განვითარებას გეგმავს, ნათქვამია პალატის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს განსუს კომიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება ქართულ-ჩინური ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში გაფორმდა.

საქართველო ჩინეთის მეგობრობის დღე - Sputnik საქართველო
საქართველომ და ჩინეთმა მეგობრობის დღე აღნიშნეს

ფორუმზე ქართველი და ჩინელი ბიზნესმენები განიხილავდნენ სოფლის მეურნეობის, სამთო მოპოვებითი მრეწველობის, ინჟინერიის, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმის, ავიაციისა და სხვა სფეროებს. ფორუმში მონაწილეობდა 80 ჩინელი ბიზნესმენი, რომლებსაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნეს.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის აქტიური ვაჭრობა მიმდინარეობს. ჩინეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ოთხეულში შედის. მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 412,2 მილიონი დოლარი შეადგინა — საერთო სავაჭრო ბრუნვის 8,5%. წლის პირველი ნახევრის განმავლობაში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 18,2%-ით გაიზარდა.

ჩინეთში სპილენძის მადანი და კონცენტრატი, სპილენძის მეორადი ნედლეული და ალკოჰოლი გადის.

ამ დროს, ჩინეთი მეორე ადგილზეა რუსეთის შემდეგ იმპორტირებული ქართული ღვინის რაოდენობის მიხედვით. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთში 80%-ით გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0