საქართველომ და ჩინეთმა მეგობრობის დღე აღნიშნეს

© FB / Георгий Квирикашвилиსაქართველო ჩინეთის მეგობრობის დღე
საქართველო ჩინეთის მეგობრობის დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარა.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორობა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ღონისძიებაში სახელწოდებით „ჩინეთი-საქართველო — მეგობრობის დღე“, რომელიც რიყის პარკში გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს ჩინური კომპანიების წარმომადგენლებმა, რომლებიც საკუთარ ბიზნესს აწარმოებენ ან გეგმავენ საქართველოში. რიყის პარკში წარმოდგენილი იყო კულტურა, ტრადიციები და ჩინელი ხალხის ყოფა-ცხოვრება.

საქართველოსა და ჩინეთს, ტრადიციულად, ერთმანეთთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ, რომელიც თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებს ეფუძნება. დღეს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორია. 

შეთანხმების ხელმოწერა ჩინეთსა და საქართველოს შორის - Sputnik საქართველო
საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

„აღსანიშნავია, რომ საქართველო  პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ საქართველოში საქმიანობა დაიწყეს მსხვილმა ჩინურმა კომპანიებმა და მათი რიცხვი თანდათან იზრდება. რამდენიმე მათგანი უკვე წარმატებით დამკვიდრდა ქართულ ბაზარზე", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერის სიტყვებით, ყალიბდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სრულიად ახალი მიმართულებები.

საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი მარტში მოაწერეს. დოკუმენტის თანახმად, ქართული პროდუქციის 94% ჩინეთში ყოველგვარი დამატებითი გადასახადებისგან თავისუფლდება.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ქვეყნებს შორის რეკორდულ ვადებში — შვიდ თვეში — დასრულდა. შეთანხმება ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების მხრიდან დოკუმენტის რატიფიკაციის შემდეგ შევა ძალაში. 

შანხაი - Sputnik საქართველო
ჩინეთი ქართველი მეცნიერების კვლევებს დააფინანსებს

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ჩინეთის მოსახლეობას შორის კონტაქტების დინამიურ ზრდაზე.

„აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, რათა მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში და ქართველებმაც აქტიურად მოინახულონ ეს უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით გამორჩეული ქვეყანა", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი სახელმწიფოების მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ძი იენჩის, ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, მადლობა გადაუხადა.

საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს.  ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებებით ვითარდება. ჩინეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ოთხეულში შედის. 


ყველა ახალი ამბავი
0