საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს

© Sputnik / Levan Avlabreliსასტუმრო "რედისონი" და "ბილტმორი"
სასტუმრო რედისონი და ბილტმორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 2017 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 5,1%-ით გაიზარდა.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოში 2017 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 5,1%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს

მიმდინარე ფასებში მშპ-მა 2017 წლის იანვარ-მარტში 3,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო დეფლატორმა ამავე პერიოდში 5,6% შეადგინა.

„საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკის აღდგენის შემდეგ გარე მოთხოვნა გაიზარდა, რამაც საქართველოში მნიშვნელოვნად გაზარდა შემოსავლები ტურიზმიდან და ექსპორტიდან. გარდა ამისა, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა ფულადი გზავნილების მოცულობა“, — განაცხადეს საქართველოს ეროვნულ ბანკში პირველი კვარტლის შედეგების შეფასებისას.

პირველ კვარტალში ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა სფეროებში: მშენებლობა — 21,6%, კავშირგაბმულობა — 11,5%, სასტუმროები და რესტორნები — 8,7%, გადამამუშავებელი მრეწველობა — 8%, კომუნალური, სოციალური და საპენსიო მომსახურება — 7,9%, საფინანსო მოღვაწეობა — 6,8%, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომსახურების გაწევა — 6,3%, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება — 5,2%, ტრანსპორტი — 5,2%.

მსოფლიო ბანკი - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2017 წელს რეგიონში ყველაზე დიდი იქნება

ყველაზე დიდი ვარდნა სოფლის მეურნეობისა (1,5%) და სახელმწიფო მმართველობის (1,3%) სფეროებში დაფიქსირდა.

მანამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვიზიტის შედეგების შეფასებისას აღნიშნა, რომ საშუალოვადიან პერიოდში საქართველოში ეკონომიკური ზრდა შესაძლებელია მთავრობისთვის მათი მხრიდან შეთავაზებული რეფორმების პროგრამების განხორციელებით. სტრუქტურული რეფორმების განხორციელება ხელსაყრელ პირობებს შექმნის კერძო ინვესტიციებისთვის, შრომის ნაყოფიერების გაზრდისა და ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობის სფერო — 16,6%, ვაჭრობა — 15,3%, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა — 11,4%, მშენებლობა — 9,6%, სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა — 9%, სახელმწიფო მმართველობა — 7,8%, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა — 6,2%, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლის მომსახურება — 5,7%.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
რით ვაჭრობს საქართველო

საქართველოს მთავრობა მიმდინარე წელს მშპ-ის 4%-ის დონეზე გაზრდას პროგნოზირებს, ხოლო მსოფლიო ბანკი 3,5%-ის დონეზე (2016 წელს პროგნოზირებადმა მაჩვენებელმა 2,7% შეადგინა).

მსოფლიო ბანკის ანგარიშში ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ „ვაჭრობა გარდამავალ პერიოდში“ ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკა მომავალში გაიზრდება — 2018 წელს ეკონომიკური ზრდა 4%, 2019 წელს კი 4,5% იქნება.

ეს განპირობებული იქნება იმით, რომ ინვესტიციების ზრდასთან და საექსპორტო ბაზრის გამოცოცხლებასთან დაკავშირებული ეკონომიკური აქტიურობა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას, ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

ყველა ახალი ამბავი
0