https://sputnik-georgia.com/20210811/xelovnebis-muzeumis-dasacavad-xelmowerebi-grovdeba-252559886.html
თბილისში ხელოვნების მუზეუმის დასაცავად ხელმოწერები გროვდება
თბილისში ხელოვნების მუზეუმის დასაცავად ხელმოწერები გროვდება
Sputnik საქართველო
თბილისელები მიიჩნევენ, რომ ისეთი ისტორიული შენობა, როგორიც საქართველოს ხელოვნების მუზეუმია, ქალაქის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს და მას პირვანდელი სახე უნდა... 11.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-11T18:21+0400
2021-08-11T18:21+0400
2023-08-17T19:45+0400
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/19/252416549_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_a5a66899b7dac9c046d44d79d3f192bf.jpg
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საინიციატივო ჯგუფი შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის დასაცავად მანიფესტზე ხელმოწერებს აგროვებს.აქტივისტების აქცია ისტორიული შენობის დასაცავად – ვიდეო>>საზოგადოება ისტორიული შენობის დასაცავად მას შემდეგ გამოვიდა, რაც კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ შენობის აღდგენა შეუძლებელია და ორივე ფლიგელი უნდა დაინგრეს. მაშინ მინისტრმა თეა წულუკიანმა აღდგენით სამუშაოებს „არარენტაბელური“ უწოდა და განაცხადა, რომ მუზეუმისთვის ახალ შენობას შეარჩევენ. საზოგადოების აღშფოთების შემდეგ თეა წულუკიანმა შეცვალა გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ შენობას არ დაანგრევენ და აღადგენენ ძველი იერსახის შენარჩუნებით.მიუხედავად ამ განცხადებისა, თბილისელების ნაწილი ფიქრობს, რომ მუზეუმის შენობას მაინც საფრთხე ემუქრება.საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა ღია წერილით მიმართეს პარლამენტსა და კულტურის სამინისტროს, სადაც მოითხოვენ ეფექტური საპარლამენტო კონტროლისა და სარესტავრაციო სამუშაოების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.ხელმოწერების შეგროვება პუშკინის მოედანზე 2021 წლის 5 აგვისტოს საპროტესტო აქციაზე დაიწყო და 2021 წლის 16 აგვისტოს დასრულდება. ამ დროისათვის მანიფესტს ხელი 2 ათასმა ადამიანმა უნდა მოაწეროს.საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნებია:გარდა ამისა, განცხადებაზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ „შესაბამის პოზიციებზე დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს ყველა ის პირი, ვინც ბოლო გადაწყვეტილებებით უკანონოდ და დაუსაბუთებლად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან“.ამჟამად განცხადებაზე ხელი 1.500 ადამიანს აქვს მოწერილი.საქართველოს ხელოვნების მუზეუმი ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობაშია განთავსებული. შენობა 1835 წელს არის აგებული.მუზეუმში უამრავი ღირებული ექსპონატია თავმოყრილი, მათ შორის თამარ მეფის ოქროს ჯვარი, ბაგრატ მესამის ოქროს თასი, უძველესი ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატი, შუა საუკუნეების მონეტების კოლექცია, ასევე ქართველი და ევროპელი ოსტატების ნახატები, ჩინური და იაპონური ხელოვნების ნიმუშები, ეგვიპტური, ირანული და ინდური ხელოვნების ნაწარმოებები და სხვ.
https://sputnik-georgia.com/20210805/TbilisSi-xelovnebis-muzeumidan-eqsponatebis-gatanas-aprotesteben-252511790.html
https://sputnik-georgia.com/20210805/xelovnebis-muzeumis-oqros-fondi-droebiT-janaSias-muzeumSi-gadava-252510122.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/19/252416549_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_24fcd4f8fdb3fdafed655c8adafec14c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, საქართველო
თბილისში ხელოვნების მუზეუმის დასაცავად ხელმოწერები გროვდება
18:21 11.08.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) თბილისელები მიიჩნევენ, რომ ისეთი ისტორიული შენობა, როგორიც საქართველოს ხელოვნების მუზეუმია, ქალაქის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს და მას პირვანდელი სახე უნდა შეუნარჩუნდეს.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საინიციატივო ჯგუფი შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის დასაცავად მანიფესტზე ხელმოწერებს
აგროვებს.
საზოგადოება ისტორიული შენობის დასაცავად მას შემდეგ გამოვიდა, რაც კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ შენობის აღდგენა შეუძლებელია და ორივე ფლიგელი უნდა დაინგრეს. მაშინ მინისტრმა თეა წულუკიანმა აღდგენით სამუშაოებს „არარენტაბელური“ უწოდა და განაცხადა, რომ მუზეუმისთვის ახალ შენობას შეარჩევენ. საზოგადოების აღშფოთების შემდეგ თეა წულუკიანმა შეცვალა გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ შენობას არ დაანგრევენ და აღადგენენ ძველი იერსახის შენარჩუნებით.
მიუხედავად ამ განცხადებისა, თბილისელების ნაწილი ფიქრობს, რომ მუზეუმის შენობას მაინც საფრთხე ემუქრება.
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა ღია წერილით მიმართეს პარლამენტსა და კულტურის სამინისტროს, სადაც მოითხოვენ ეფექტური საპარლამენტო კონტროლისა და სარესტავრაციო სამუშაოების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.
ხელმოწერების შეგროვება პუშკინის მოედანზე 2021 წლის 5 აგვისტოს საპროტესტო აქციაზე დაიწყო და 2021 წლის 16 აგვისტოს დასრულდება. ამ დროისათვის მანიფესტს ხელი 2 ათასმა ადამიანმა უნდა მოაწეროს.
საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნებია:
- მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის და შეულახავი რეპუტაციის სპეციალისტების მონაწილეობით უზრუნველყოფილი იყოს ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრების და რესტავრაციის პროექტის შესრულება. ინფორმაცია აღნიშნული პროცესის შესახებ ყველა ეტაპზე იყოს ღია და ხელმისაწვდომი;
- წარმოდგენილი იყოს სამუზეუმო ფონდების და ექსპონატების ევაკუაციის დეტალური გეგმა შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისა და ექსპონატების დროებითი განთავსების ზუსტი ადგილის მითითებით. უზრუნველყოფილი იყოს როგორც აღნიშნული პროცესის საჯაროობა, ისე პროფესიული საზოგადოების ჩართულობა;
- პროცესს ჩამოშორდნენ არასათანადო კვალიფიკაციის ჩინოვნიკები, ვინც გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრებისა და რესტავრაციის და შენობაში ხელოვნების მუზეუმის დაბრუნების საკითხს.
გარდა ამისა, განცხადებაზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ „შესაბამის პოზიციებზე დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს ყველა ის პირი, ვინც ბოლო გადაწყვეტილებებით უკანონოდ და დაუსაბუთებლად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან“.
ამჟამად განცხადებაზე ხელი 1.500 ადამიანს აქვს მოწერილი.
საქართველოს ხელოვნების მუზეუმი ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობაშია განთავსებული. შენობა 1835 წელს არის აგებული.
მუზეუმში უამრავი ღირებული ექსპონატია თავმოყრილი, მათ შორის თამარ მეფის ოქროს ჯვარი, ბაგრატ მესამის ოქროს თასი, უძველესი ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატი, შუა საუკუნეების მონეტების კოლექცია, ასევე ქართველი და ევროპელი ოსტატების ნახატები, ჩინური და იაპონური ხელოვნების ნიმუშები, ეგვიპტური, ირანული და ინდური ხელოვნების ნაწარმოებები და სხვ.