08:08 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
ბათუმი

თბილი სექტემბერი ელისო ვირსალაძის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ფონზე

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (470)
52 0 0

ფესტივალზე გაჟღერდება მოცარტის, ბეთჰოვენის, სენ-სანსის, შოპენის, ლისტის და რაველის ნაწარმოებები.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. კლასიკური მუსიკის მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი Batumi Black Sea Music and Art Festival-ი, რომლის დამფუძნებელი ცნობილი ქართველი პიანისტი და „იუნესკოს მშვიდობის არტისტი" ელისო ბოლქვაძეა, ბათუმში 1-10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდება, იუწყებიან ორგანიზატორები.

წელს ფესტივალზე სიახლეა - იგი პირველად გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და საქართველოს მთავრობის პატრონაჟით.

ათი დღის განმავლობაში საკურორტო ქალაქი კლასიკური მუსიკის ცენტრად გადაიქცევა. ელისო ბოლქვაძის მიწვევით აჭარის დედაქალაქში კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავები მოიყრიან თავს.

ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე პუბლიკის წინაშე წარდგებიან იტალიელი გიტარისტი კლაუდიო პიასტრა და ფლეიტისტი ლუიზა სელო, ასევე ფრანგი პიანისტი ლიდი სოლომონი, რუსი პიანისტები ალექსანდრა მასალევა, ალექსანდრ გაჯიევი და სხვები.

საფესტივალო საღამოებზე გაჟღერდება მოცარტის, ბეთჰოვენის, სენ-სანსის, შოპენის, ლისტის და რაველის ნაწარმოებები.

ფესტივალის ერთ-ერთი ამოცანა ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი მუსიკოსების მხარდაჭერაა. ამიტომ მსოფლიოს ვარსკვლავები ფესტივალზე ექსკლუზიურ მასტერ-კლასებს ჩაატარებენ.

სემინარებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი რეგიონის ახალგაზრდა მუსიკოსებს. საუკეთესოებს საშუალება მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ საერთაშორისო პროგრამებში და სხვადასხვა ქვეყნის საკონცერტო დარბაზებში დაუკრან.

გარდა ამისა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის არტ-ბანაკი იფუნქციონირებს - იგი საქართველოს მასშტაბით ასობით ახალგაზრდა მუსიკოსს შეკრებს.

თემები:
საქართველო და კულტურა (470)

მთავარი თემები