დაემშვიდობე ზაფხულის მზეს: ბახმარო ელექტრონული მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს

გამოწერა
შემსრულებლებს შორის არიან ქართული ბენდები Bedford Falls, LOUDspeakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Kraumur

თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Sunset Fest 2019 ბახმაროში 19 და 20 აგვისტოს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების Facebook–გვერდზე.

 „მზის ჩასვლის მთაზე“, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება, ორგანიზატორები ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს 17:00 საათზე ელოდებიან.სურვილის შემთხვევაში, სტუმრებს კარვების მიტანა შეუძლიათ.

დოღი ბახმაროში - Sputnik საქართველო
ტრადიციები და ექსტრიმი: ბახმაროში დოღი გაიმართება

„წელს ბახმაროში არაჩვეულებრივი ამბები ხდება!  შეაგროვე მთელი წლის სამყოფი ენერგია და მოგონებები“, – წერენ ორგანიზატორები.

სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, ვარსკვლავებიანი ცა, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა, ზაფხულის მზესთან დამშვიდობება – ეს ყველაფერი Sunset Fest–ის სტუმრებს ელოდება.

შემსრულებლებს შორის წელს არიან ქართული ბენდები Bedford Falls, LOUDspeakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Kraumur

ორგანიზატორებმა სტუმრების ტრანსპორტირებაზეც იზრუნეს. 19 აგვისტოს, 09:00 საათზე ბახმაროს მიმართულებით ავტობუსი თბილისის პირველი რესპუბლიკის მოედნიდან გავა, 12:00 საათზე ქუთაისის კოლხური შადრევნიდან, ხოლო ასევე 12:00 საათზე ბათუმიდან – გოგებაშვილის ქუჩიდან, საბაგიროსთან.

ყველა ახალი ამბავი
0